x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებიც გაა@უპატიურეს
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image




ცოტას თუ შეუძლია იმაზე ხმამაღლა და საჯაროდ საუბარი, რომ გაა@უპატიურეს. დღევანდელ სტატიაში კი ვისაუბრებთ სწორედ ასეთ ვარსკვლავებზე, რომლებმაც ამაზე ხმამაღლა განაცხადეს.




ვარსკვლავები, რომლებიც გაა@უპატიურეს




1. პამელა ანდერსონი.image


90-იანი წლების სექს-სიმბოლო, რომელიც ყოველთვის ღიად ავლენს თავისი ფიგურის მომხიბვლელობას, მაცდუნებელი ღიმილით და ღია გამოხედვით - ძნელი დასაჯერებელია, რომ "მალიბუს მაშველს" მოუწია გამოეცადა ამაზრზენი შეურაცხყოფა ჯერ კიდევ ბავშვს.



დღეს პამელა ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია. რამდენიმე წლის წინ კანის ერთ-ერთ კინოფესტივალზე მან საჯაროდ აღიარა მისი გაუ@პატიურების რამდენიმე შემთხვევა.



"ყოველთვის მოსიყვარულე მშობლები მყავდა, მიუხედავად ამისა, 6 წლის ვიყავი, როდესაც საკუთარმა ძიძამ სექსუალურად შემავიწროვა. რამდენიმე წლის შემდეგ, მეგობრის ძმა ნარდის თამაშს მასწავლიდა, რის შემდეგაც მასაჟი შემომტავაზა და ყველაფერი სექსით დასრულდა. მე 12 წლის ვიყავი, ის 25 და ეს იყო ჩემი პირველი სექსუალური გამოცდილება. ჩემმა მეგობარმა ბიჭმა, როდესაც მე-9 კლასში ვიყავი, თავის ექვს მეგობართან ერთად გამა@უპატიურა. ვერ გადმოვცემ რა განვიცადე და მას შემდეგ როგორი კრიზისი მჭირს ადამიანების ნდობის მიმართ. უბრალოდ სიკვდილი მინდოდა!" - თქვა პამელამ.






2. მადონა.image

ერთხელ მომღერალმა აღწერა, თუ როგორ გააუპატიურეს იგი 1970-იან წლებში ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლისთანავე.



„გადასვლიდან პირველ წელს მე გა@მაუპატიურეს შენობის სახურავზე, სადაც ზურგზე დანის მუქარით ამათრიეს. ჩემი ბინა სამჯერ გატეხეს, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რატომ - რადიოს გარდა, რაც პირველად მომპარეს, არაფერი მქონდა ღირებული“ - ამბობს მადონა.






3. ოპრა უინფრი.image

შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანი ქალის ბავშვობას არ შეიძლება ეწოდოს აყვავებული. Ball State University-ში ერთ-ერთ ლექციაზე მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად ხშირად სცემდნენ სკოლაში - ოპრა განმარტავს, რომ ეს მაშინ ხშირად ხდებოდა შავკანიანი გოგონების მიმართ. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე უარესი. ცხრა წლის ასაკში ის საკუთარმა ბიძაშვილმა გაა@უპატიურა და იმისთვის, რომ გოგონას ხმა არ ამოეღო, ნაყინით გაუმასპინძლდა.


"მან წამიყვანა ნაყინის მაღაზიაში - სისხლი ისევ ფეხებზე მიდიოდა და ნაყინი მიყიდა" - იხსენებს ის.



ამის შემდეგ მას რეგულარულად აუ@პატიურებდნენ სხვა ახლობლებიც 10-დან 14 წლამდე. ამ პერიოდში ოპრა დედასთან ერთად ცხოვრობდა. 14 წლის ასაკში გოგონა დაორსულდა და წავიდა საცხოვრებლად მამასთან, რომელმაც ქალიშვილს აუკრძალა ბიჭებთან შეხვედრა, სექსი და სახლში გვიან მისვლა ან სახლიდან გვინ გასვლა. მამამ მისი განათლება პრიორიტეტად აქცია. მართალია, მან არ იცოდა, რომ როდესაც ოპრა მასთან საცხოვრებლად გადავიდა, ის უკვე ორსულად იყო. ორი კვირის შემდეგ ოპრამ იმშობირა, მაგრამ ჩვილი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.



"საშინელი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ მე და მამამ გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრებისგან მეორე შანსი უნდა გამომეყენებინა".



ზრდასრულ ასაკში ოპრა ცდილობდა ემხილა მისი ახლობლები ჩადენილის გამო, მაგრამ მსხვერპლი დამნაშავედ გამოიყვანეს და ის ტყუილში დაადანაშაულეს.






4. მაიკ ტაისონი.image

2014 წელს, კრივის ჩემპიონმა, რომელიც ცნობილია ვიღაცის ყურის მოჭმით, Opie Radio-ზე აღიარა, რომ შვიდი წლის ასაკში უცნობმა გამვლელმა გააუპატიურა.



ტაისონი ყვება, როგორ გაიტაცა უცნობმა მოხუცმა ის და პირდაპირ ქუჩაში გააუპატიურა, რის შემდეგაც მან გაქცევა მოახერხა.



შეგახსენებთ, რომ თავად მაიკ ტაისონმა გაუპატიურებისთვის სამი წელი მოიხადა.






5. ტიმ როტი. image

მსახიობმა/რეჟისორმა ტიმ როტმა პირველად ძალადობის გამოცდილებაზე 1999 წელს ისაუბრა მისი სადებიუტო ნამუშევრის Warzone-ს გამოსვლის შემდეგ, ინცესტისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. მაგრამ მისი დრამის დეტალები მხოლოდ 2016 წელს გახდა ცნობილი.



როტმა აღიარა, რომ მოძალადე მისივე ბაბუა იყო, რომელმაც არამარტო შვილიშვილი, არამედ როტის მამა, მისივე შვილიც გაა@უპატიურა.



„ისიც ძალადობის მსხვერპლი იყო, როგორც მე. მაგრამ მე განვიცდი არა მამისგან ჩემს გამო, არამედ იმას, ვინც მან გაა@უპატიურა. ის იყო მოძალადე" -(ტიმ როთის მამა - ჩანაწერი)






6. ლედი გაგა. image

2014 წელს მსოფლიო საზოგადოება შოკირებული იყო მომღერლის აღმაშფოთებელი აღიარებით, რომ 19 წლის ასაკში იგი გაა@უპატიურა მუსიკალურმა პროდიუსერმა, რომელიც 20 წლით უფროსი იყო მასზე.



”წლების განმავლობაში, მე ვინახავდი ამ ინციდენტს, არ ვიცოდი როგორ გავმკლავებოდი ემოციებს, არ ვიცოდი როგორ მიმეღო ეს და თავს ვიდანაშაულებდი. მომხდარმა სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება“, - თქვა გაგამ ბავშვთა ბანაკებში ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის The Hunting Ground - ის პრეზენტაციაზე.



ათი წლის შემდეგ, ლედი გაგამ დაწერა სიმღერა Till It Happens To You ("სანამ ეს მოხდება შენთვის"), რომელიც გახდა დოკუმენტური ფილმის ოფიციალური საუნდტრეკი სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში ძალადობის შესახებ The Hunting Ground ("Hunting Zone").




0
2138
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0