საერთაშორისო რამდენად სწრაფად იღუპებოდნენ გერმანულ "სიკვდილის ბანაკებში" იქ მყოფი პატიმრები? 23 თებერვალი, 19:28 მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და დაწყების მერე გერმანელმა ნაცისტებმა დაარღვიეს ყველა საერთაშორისო კონვენცია, ხელშეკრულება, შეთანხმება თუ პაქტი, რომელზეც კი ჰქონდათ ხელი მოწერილი. "სიკვდილის ბანაკების" შექმნით კი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინეს, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების ყველა წესდების დარღვევად იქნა კიდეც ნიურბერგის პროცესის დროს აღქმული. გერმანელებმა საკონცენტრაციო ბანაკების მთელი ქსელი შექმნეს ევროპაში, თუ გარკვეულ ბანაკებში მიყვანისთანავე მიმდინარეობდა იქ მიყვანილი კონტიგენტის ლიკვიდირება გაზის კამერებში, იყო ბანაკები, სადაც ბოლო ამოსუნთქვამდე ამუშავებდნენ ადამიანებს. ასეთ ბანაკებში შეხვდებოდით გერმანელ კომუნისტებს, გერმანელ ჰომოსექსუალებს, ნაცისტური რეჟიმის იდეურ მოწინააღმდეგეებს, სამხედრო ტყვეებს, რომელთაგან ყველაზე ცუდად და საშინლად ეპყრობოდნენ ებრაელებს, რომელთა სიკვდილი გარდაუვალი იყო ბანაკებში. ოსვენციმის ბანაკი ემსახურებოდა იქ მიყვანილი კონტიგენტის სწრაფ ლიკვიდაციას, ძირითადად გაზის კამერების დახმარებით. ბანაკებს შორის, სადაც ტყვეებს ამუშავებდნენ სულის ამოხდამდე, ყველაზე ცუდი "ავტორიტეტით" სარგებლობდა ავსტრიაში "მაუნტჰაუზენის" ბანაკი. აღნიშნულ ბანაკში ადამიანები იშვიათი გამონაკლისების გარდა 3 თვეში იღუპებოდა საკვების და წყლის სიმწირის და აუტანელ პირობებში მუშაობის გამო. ბანაკი მდებარეობდა კარიერთან, ბანაკის ტყვე კონტიგენტს უწევდა, ციცაბო და ძალიან მაღალ რკინაბეტონის კიბეზე ბოლომდე აეტანა 50 კილოგრამიანი ტვირთი, ნებისმიერი რომელიც ვერ შესძლებდა კიბეზე ტვირთით ასვლას, განწირული იყო-მას ხრამში აგდებდნენ. აღნიშნულ ბანაკში ურჩებისთვის სპეციალურად იყო შექმნილი დასჯის მეთოდების მთელი სისტემა, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იწირავდა ტყვეებს. ტყვეებს მთლიანად აშიშვლებდნენ და მილებიდან ყინულივით ცივ წყალს ასხამდნენ ზამთარშიც კი, ჯამში ადამიანები იქცეოდნენ ყინულის "ქანდაკებად". წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ რამხელა ტკივილს განიცდიდნენ ის ადამიანები სიკვდილამდე. კიბე, სადაც ტვირთი აჰქონდათ ტყვეებს კარიერიდან. საბჭოთა ჯარების მიერ აღნიშნული ტერიტორიის განთავისუფლების შემდეგ ბანაკს გარკვეული ხანი საბჭოთა ჯარისკაცები იცავდნენ, რადგან ბანაკის დოკუმენტაციას საბჭოელები სწავლობდნენ. ნიურბერგის პროცესმა ბანაკის ხელმძღვანელს და რამდენიმე მაღალჩინოსანს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. საბჭოთა ჯარისკაცი იცავს ავადსახსენებელ კიბეს. +16 322 5-ს მოსწონს |