სხვა 17 საგანმანათლებლო კადრი, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ! 2024, 23 თებერვალი, 11:32 ![]() შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უკვე ვეღარაფერი გაგაკვირვებთ და რომ უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის! ხოლო ამ სიტყვების სისწორეში თავადაც რომ დარწმუნდეთ უბრალოდ გადახედეთ ქვემოთ წარმოდგენილ ამ 17 ფოტოს და აღმოაჩინეთ რაიმე ახალი თქვენთვის.![]() "თეთრი სიკვდილის" სახელით ცნობილი ყველაზე სახიფათო ფინელი სნაიპერი სიმო ჰაიჰა, სამი თვის განმავლობაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მან მოკლა 500 მოწინააღმდეგის ჯარისკაცი სნაიპერული შაშხანით და 200-ზე მეტი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით.![]() როდესაც იაპონიის მატარებლის სადგურზე დახმარება გჭირდებათ, კლიენტთა მომსახურების ასისტენტი რასაც ჰქვია კედლიდან ძვრება![]() გერმანელი კათოლიკე ქალი, რომელიც ეგზორციზმის მსხვერპლი გახდა. 16 წლის ასაკში ანელიზე მიხელმა სკოლაში გონება დაკარგა, მას მალევე დაეწყო კრუნჩხვები და პირღებინება, გოგონამ დაიწყო ასევე ობობებისა და ნახშირის ჭამაც, სვამდა საკუთარ შარდსაც, მალევე მას ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. სტაციონარული თერაპიის გავლის შემდეგ ის სკოლას დაუბრუნდა, თუმცა მალევე აღენიშნა ჰალუცინაციები. 1973 წელს დეპრესიაში ჩავარდა, მას ჩაესმოდა ხმები, რომ ის წყეული იყო და რომ ის "ჯოჯოხეთში დალპებოდა". 67 ეგზორციზმის გავლის შემდეგ 1976 წელს ის დაღლილობისა და გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა, რაც საკვებისა და წყლის არმიღებით იყო განპირობებული.![]() პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ჯარისკაცის საათი ლითონის ცხაურით ციფერბლატის დაზიანებისგან დასაცავად![]() ჩინურ კინოთეატრში თქვენ ასევე ლანჩის შეკვეთაც შეგიძლიათ![]() იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი ალესანდრა მუსოლინი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია, რომელიც თავისი ექსცენტრული განცხადებებით არის ცნობილი, ის არის ასევე იტალიისა და ევროპის პარლამენტის წევრი და ნეოფაშისტური პარტია "სოციალური მოქმედების" დამფუძნებელი. ალესანდრა ახალგაზრდობაში ასევე გატაცებული იყო მუსიკით, მოდელობითა და მსახიობობით. ის 1980-იანი წლების დასაწყისში იაპონურ ენაზე სიმღერებსაც კი წერდა. ცნობისთვის, ალესანდრა მუსოლინი სოფი ლორენის დისშვილია, სწორედ სახელგანთქმული დეიდის მხარდაჭერით, ცდილობდა ის მსახიობი გამხდარიყო.![]() მასაჟის მაგიდა ორსულებისთვის. საოცარი გამოგონებაა, რას იტყვით?
![]() ბრანდენბურგის კარიბჭე: მაშინ და ახლა. ბრანდენბურგის კარიბჭე, რომელიც ბერლინის სიმბოლოს წარმოადგენს, პარიზერ პლაცზე მდებარეობს და ისტორიულ ქალაქში ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა. ის შეუკვეთა ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ, როგორც მშვიდობის სიმბოლო და აიგო კარლ გოტჰარდ ლანგანსის მიერ 1788-1791 წლებში.
![]() ფრინველის წამწამები სხვა არაფერია თუ არა პატარა ბუმბულები![]() დევიდ ატენბოროს ხელში გადაშენებული ფრინველის, მადაგასკარის ეპიორნისის კვერცხი უჭირავს. ცნობისთვის სირაქლემის მსგავსი ეს ფრინველი ადამიანმა XVII საუკუნეში გაწყვიტა. ეპიორნისის კვერცხი თითქმის 3-ჯერ დიდია სირაქლემის კვერცხზე, ხოლო ქათმის კვერცხის მოცულობას 160-ჯერ აღემატება.![]() ლოის გიბსონი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სასამართლო ექსპერტი, მისი ესკიზები 750-ზე მეტი კრიმინალის იდენტიფიცირებისთვის იქნა გამოყენებული.![]() ჯოზეფ "ჯონ" მერიკის ჩონჩხი ადრე ლონდონის მუზეუმში იყო გამოფენილი. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ჯოზეფ კერი მერიკი სხეულის ძლიერ სიმახინჯეს განიცდიდა, ის "ადამიანი-სპილოს" სახელით გამოჰყავდათ მახინჯების შოუში. სხეულის არასწორი განვითარება მას დაბადებიდან დაეწყო.მას ჰქონდა სქელი და ხორკლიანი კანი, კარგად განვითარებული ტუჩები და ძვლოვანი დიდი გამონაზარდი შუბლზე. მარჯვენა ხელი და ორივე ფეხი მეტად გაფართოებული ჰქონდა, ბავშვობაში დაცემის შედეგად მას თეძო დაიზიანა, რაც კოჭლობის მიზეზი გახდა. ჯოზეფ მერიკი 1890 წლის 11 აპრილს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა.![]() 1800-იანი წლების დროინდელი დათვზე სანადირო ჯავშანი![]() შუა საუკუნეების ნახატი, რომელზეც ინგლისის მეფე რიჩარდ II და მისი მეუღლე, ისაბელ დე ვალუა მათი ქორწილის დღეს არიან აღებეჭდილნი. ნახატზე გოგონა სულ რაღაც ექვსი წლის არის, რიჩარდი კი - 29-ის.![]() გეკონები თითების ბალიშებს აბრუნებენ, როცა მათ არ იყენებენ![]() ლარნაკში მოთავსებული იისფერი ყვავილების ღეროები წყალს იასამნისფრად ღებავენ![]() აი, როგორ გამოიყურება რეალურად საშვილოსნოს ყელის 10 სანტიმეტრიანი გახსნა, რაც როგორც თავადაც იცით ეტაპობრივი პროცესია, როგორც წესი, საშვილოსნოს ყელის გახსნა 10 სმ-ს აღწევს, რაც ბავშვის თავის დიამეტრის ტოლია!468 შეფასება არ არის |