x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შეიმოწმეთ ლოგიკური აზროვნების უნარი – მარტივი, რთული და გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)

მოგწონთ გამოცემები და ლოგიკური თავსატეხები? მაშინ აქ შეკრებილი კითხვები, ნამდვილად თქვენთვის არის. მათ შორის, როგორც მარტივი, ისე რთული გამოცანებია.

ზოგადად, ლოგიკური აზროვნების უნარი, სწორი პასუხის ძიებაში, ადამიანს გონებრივი შესაძლებლობების, ინტელექტის და გამომგონებლობის განვითარებაში ეხმარება. გარდა ამისა, ლოგიკური ტესტები, ხშირად, გასაუბრების დროს, სამუშაოს მაძიებელი კანდიდატების ანალიტიკური უნარების შესაფასებლად გამოიყენება. ამდენად, ეს კითხვები, ნამდვილად კარგი გამოცდილება იქნება ყველასთვის, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე კარიერულ წინსვლაში.


მაშ, ასე, სცადეთ გამოიყენოთ ლოგიკური დასკვნები, რომ ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხი იპოვოთ.


1. დაასახელეთ ზედმეტი სიტყვა:

ა. შინაარსი.

ბ. თავი.

გ. წიგნი.


2. როგორ შეიძლება, გასროლილმა კვერცხმა 3 მ. ისე "იფრინოს", რომ არ გატყდეს?


3. თანამგზავრი დედამიწის ირგვლივ, ერთ ბრუნს, საათში და 40 წუთში აკეთებს, ხოლო მეორეს — 100 წუთში. ეს შესაძლებელია?


4. კაცმა სახლი ააშენა, რომლის ოთხივე მხარე, სამხრეთისკენაა მიმართული. სახლთან დათვმა ჩაიარა. რა ფერისაა ცხოველი?


5. მაგიდაზე, მწკრივში, 6 ჭიქა დგას. პირველ სამში წვენი ასხია, მომდევნო სამი — ცარიელია. შესაძლებელია, თუ არა, სავსე და ცარიელი ჭიქები მონაცვლეობით იყოს? თუ მხოლოდ ერთ ჭიქასთან შეხების უფლება გვაქვს?image

6. სანამ თქვენ მას ფლობთ, ის არსებობს. როგორც კი, ვინმეს გაუზიარებთ, – ქრება. რა არის?


7. ორმა მამამ და ორმა შვილმა 3 ფორთოხალი იპოვეს და გაიყვეს. ამასთან, თითოეულს, თითო ფორთოხალი შეხვდა. ეს შესაძლებელია?


8. როდესაც მას იღებენ, ის შავია. გამოყენებისას — წითლდება. გამოყენების შემდეგ — თეთრი ან ნაცრისფერია. რა არის?


9. გოგონა ზის. თქვენ არ შეგიძლიათ მის ადგილის დაკავება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სადმე წავა. სად ზის?


10. ის ყველაზე დიდ ქვაბშიც კი არ ჩაეტევა. რა არის?


11. სარკისებური სიტყვები და წინადადებაში, 2 ხმოვნით, თანხმოვნების გარეშე.


12. თეფშზე 9 ვაშლი იყო. 9 ბავშვმა თითო აიღო და თეფშზე კიდევ ერთი დარჩა. ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


13. რასთან შეხება შეგიძლიათ მარცხენა ხელში, მაგრამ არა შეგიძლიათ — მარჯვენით?image1. წიგნი. რადგან 2 დანარჩენი, მისი ნაწილია.

2. თუ მას, მაგ., 4 მეტრზე გაისვრიან, პირველ 3 მ–ს, გატეხის გარეშე "გაივლის".

3. შესაძლებელია, რადგან საათი და 40 წუთი = 100 წუთს.

4. სახლის ყველა მხარე სამხრეთისკენ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მიმართული — თუ ის ჩრდილოეთ პოლუსზეა, სადაც პოლარული დათვები ბინადრობენ.

5. შეიძლება. ამისთვის წვენი მეორე ჭიქიდან მეხუთეში უნდა გადავასხათ.

6. საიდუმლო.
7. ეს ბაბუა, მამა და შვილი იყო.

8. ნახშირი. მაღაზიაში ის ტომრებით იყიდება, როდესაც იწვის – წითლდება, ხოლო შემდეგ, ფერფლად იქცევა.

9. კალთაში გიზით.

10. მისი სახურავი.

11. აი ია.

12. ბოლო ვაშლი, თეფშთან ერთად აიღეს.

13. მარჯვენა ხელის იდაყვის.

image


სხვა სიახლეები:


* ბიბლიური სასწაულები და მათი ახსნა მეცნიერული თვალსაზრისით

* რა მოხდა 65 მილიონი წლის წინ და რატომ ამოწყდნენ დინოზავრები? (ასტეროიდი დამნაშავე არ არის)

* 10 საინტერესო ფაქტი კეისრის შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
501
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0