x
image
მანანა თურმანიძე
როგორ უნდა უზრუნველყოთ გარანტირებული ბედნიერი სიბერე
image

რა არის ბედნიერი სიბერე და რა საფრთხეები გვემუქრება ასაკის მატებასთან ერთად.


ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი პრივილეგიაა სიბერის მიღწევა. მაგრამ რა საფრთხეები ახლავს სიბერეს და როგორ უნდა ავიცილოთ ისინი თავიდან.


ბედნიერი სიბერე ნიშნავს ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელ მდგომარეობას, როდესაც ასაკოვან ადამიანს შეუძლია ნორმალურად დაბერება - საკუთარი თავის მოვლა და მისი ასაკობრივი კატეგორიისათვის შესაბამისი - ცხოვრებით ტკბობა.



მეხსიერება არის მოგონებების ჩვენი პირადი კოლექცია, რომელიც განსაზღვრავს ვინ ვართ ჩვენ და როგორ აღვიქვამთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. მეხსიერების უწყვეტობა კი არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ვადაპტირდეთ ჩვენს გარემოსთან და გავერკვეთ, თუ რა ხდება. როდესაც მეხსიერება სრულფასოვნად არ მუშაობს, ეს იწვევს სერიოზულ დისკომფორტს. შევინარჩუნებთ თუ არა ნათელ გონებას სიბერეში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ცხოვრების წესს მივსდევთ ახალგაზრდობაში.


საკმაოდ ხშირად გვესმის ავისმომასწავებელი ტერმინი - ასაკობრივი დემენცია. რას ნიშნავს დემენცია და ვის ემუქრება ის? დემენცია არის მეხსიერების და სხვა სააზროვნო უნარების დაკარგვის ქოლგა ტერმინი, საკმარისად მძიმე, რომ ხელი შეუშალოს ყოველდღიურ ცხოვრებას. რატომ ასაკობრივი - უმეტესწილად ის ასაკოვან ადამიანებს ემართებათ.


რა არის ასაკობრივი დემენცია

ეს არის სინდრომი, როგორც წესი, ქრონიკული ან პროგრესირებადი, რომლის დროსაც, უმეტესწილად, ხდება კოგნიტური ფუნქციების დეგრადაცია. ეს უბედურებაა არა მხოლოდ დაავადებული მოხუცებულებისთვის, არამედ მისი ახლობლებისთვისაც, რადგან ამ მდგომარეობაში მყოფი მოხუცი, საჭიროებს განუწყვეტლივ მეთვალყურეობას და მუდმივ ზრუნვას.

დემენციის განვითარების მიზეზები:

  • ნევროლოგიური დაავადებები – ალცჰეიმერის დაავადება და სხვა ზოგიერთი მემკიდრეობითი დაავადებები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ალცჰეიმერის დაავადება არის დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზი, 60-70% შემთხვევებში.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ტვინის უჯრედების დეგენერაცია იწყება სისხლმიმოქცევის დარღვევის შედეგად. სისხლძარღვთა დემენციის მიზეზები და რისკის ფაქტორებია:
    • ინსულტი;
    • ჰიპერტონია და ჰიპოტონია;
    • ათეროსკლეროზი;
    • გულის დაავადებები (იშუმიური დაავადება, არითმია, გულის მანკი);
    • შაქრიანი დიაბეტი;
    • სიმსუქნე და უმოძრაო ცხოვრების წესი;
    • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა;
    • თავის ტვინის ტრავმები, ტვინის სიმსივნე;
    • ინტოქსიკაცია (ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დარიშხანით და აზოტის ნაერთით მოწამლვა, რასაც ხშირად ადგილი აქვს სამეწარმეო ქარხნებში ან ქიმიურ ლაბორატორიებში);
    • მედიკამენტების დიდი რაოდენობით მუდმივი მოხმარება. ძირითად, ეს ეხება ინსომნიის (უძილობის) საწინააღმდეგო პრეპარატებს, ანტიდეპრესანტებს, ჰიპოტენზიურ და ანტიარითმიულ პრეპარატებს;
    • დაბალი ინტელექტუალური აქტივობა.

image



დემენციის შემჩნევა რთული არ არის. მას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • ე.წ. «სამი ა»: აფაზია, აპრაქსია, აგნოზია.
    • აფაზია – მეტყველების ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვა,
    • აპრაქსია – მოძრაობის და მოქმედების დარღვევა,
    • აგნოზია – აღქმის სხვადასხვა სახეობების დარღვევა - მხედველობის, სმენის და ტაქტილურის (შეხებითი).
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერების დარღვევა.
  • კრიტიკული მეხსიერების დარღვევა. დაავადებულს არ შეუძლია რეალური გეგმის შედგენა.
  • მას არ შეუძლია ობიექტურად შეაფასოს ურთიერთობა გარშემომყოფებთან.
  • აბსტრაქტული ფიქრის დარღვევა.
  • პიროვნული დარღვევები.
  • უუნარობა გაუმკლავდეს როგორც სახლის, ასევე პროფესიულ მოვალეობებს.
  • დელირიუმი (ფსიქიკის მწვავე მოშლა, რაც ვითარდება თავის ტვინის ორგანული დაავადების გამო. თან სდევს ილუზიები, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები ან ზედმეტი აგზნებადობა, ცნობიერების დარღვევა, ბოდვა, რომელსაც თან სდევს ხშირი, უმთავრესად მხედველობითი ჰალუცინაციები და სხვ..) არც თუ იშვიათად ამ მდგომარეობის უშუალო მიზეზია ნივ- თიერებათა ცვლის დარღვევები, ინტოქსიკაციები, ინფექციური დაავადებები.


რა უნდა იცოდეთ თქვენი მეხსიერების შესახებ


მიუხედავად მისი მნიშვნელობისა ჩვენს ცხოვრებაში, უმეტესობა ჩვენგანი არ იცნობს როგორ მუშაობს ჩვენი მეხსიერება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მეხსიერების სხვადასხვა ტიპები და მეხსიერების ეტაპები იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. აქ ჩამოთვლილია ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ თქვენი მეხსიერების შესახებ.


მეცნიერული თვალსაზრისით, არსებობს ადამიანის მეხსიერების ორი ძირითადი ტიპი, რომლებიც ცნობილია როგორც 1. ცნობიერი (გამოკვეთილი) და 2. არაცნობიერი (იმპლიციტური).

მეხსიერების ორ ძირითად ტიპთან ერთად, არსებობს მეხსიერების განსხვავებული ეტაპები. იმართება დებატები იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გრძელდება თითოეული ეს ეტაპი, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია განვიხილოთ ისინი შემდეგნაირად:


სენსორული

სენსორული მეხსიერება მეხსიერების პირველი ეტაპია ხუთი გრძნობიდან, ის ინახავს ინფორმაციას წამზე ნაკლებ დროში, რათა ტვინმა დაამუშაოს შემომავალი სტიმული.


მოკლევადიანი

მოკლევადიანი მეხსიერება გამოიყენება ინფორმაციის დასამახსოვრებლად წამებიდან წუთამდე.


შუალედური

შუალედური მეხსიერება არის მოვლენების დასამახსოვრებლად წუთიდან საათამდე.


გრძელვადიანი

გრძელვადიანი მეხსიერება არის მოვლენების დამახსოვრება საათებიდან დღეებამდე და უფრო დიდხანს.


როდესაც საქმე ეხება ალცჰეიმერის დაავადებას და დემენციის გავრცელებულ ფორმებს, როგორც წესი, ხანმოკლე და შუალედური მეხსიერება პირველ რიგში მოქმედებს. ალცჰეიმერის დაავადების საერთო მახასიათებელი არის ის, რომ ინდივიდი ივიწყებს უახლეს მოგონებებს და შეუძლია უფრო შორეული მოგონებების გახსენება და აღქმა ისე, თითქოს ეს მოხდა სულ ცოტა ხნის წინ. ამ ადამიანებისთვის მეხსიერების ფორმირება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მეხსიერების კონსოლიდაცია, რთული ან შეუძლებელია.


image

ჯანსაღი ცხოვრების მარტივი წესების დაცვით, რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ ალცჰეიმერის განვითარების რისკი.


იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უსუსური სიბერე, დაიწყეთ ამაზე ზრუნვა დღესვე.


სიბერესთან დაკავშირებული დემენციის თავიდან აცილება შეიძლება თუ უარს იტყვით იმ ყველაფერზე, რაც ნაადრევად ცვითავს თქვენს ტვინს და მთლიან ორგანიზმს: ზედმეტი დატვირტვა სამსახურში, ალკოჰოლი, მოწევა, არაჯანსაღი კვება.

ძირითადი ამოცანაა – თავი ავარიდოთ ნეირონული კავშირების დაზიანებას. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ „ალცჰეიმერის“ საუკეთესო პროფილაქტიკაა –მდიდარი ინტელექტუალური და სოციალური ცხოვრება.


ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან ინტელექტუალური საქმიანობით ნაკლებად ავადდებიან ალცჰეიმერით, ვიდრე ისინი, ვინც მუშაობენ ფიზიკურად რთულ სამუშაოზე. იმის გამო, რომ მათი ტვინის ყველა სტრუქტურა მუშაობაშია ჩართული, ხდება ტვინის ვარჯიში და ამიტომ ატროფია პრაქტიკულად არ ვითარდება. განსაკუთრებით ეს ეხება პროფესიონალურ საქმიანობას. პროფესიული მეხსიერება და პროფესიული ინტელექტი უფრო დიდხანს ნარჩუნდება, ამიტომ, როგორც არ უნდა გინდოდეთ დივანზე წამოწოლა, ტელევორის ყურება და მომდევნო რამოდენიმე წლის ასე გატარება, ეცადეთ შეაჯანჯღაროთ საკუთარი თავი, იპოვოთ საკვები გონებისთვის და თუნდაც ხელოვნურად შეინარჩუნოთ ინტერესი ცხოვრების მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია სულიერი განვითარება, რასაც ხელს უწყობს მაგალითად ლოცვა.


მაგრამ ინტელექტუალური საქმიანობა და სულიერი განვითარება – არ არის ყველაფერი.



image



დიეტა

დიეტის მნიშვნელობაზე დიეტოლოგების მხრიდან საუბარი იმდენად ხშირია, ზოგჯერ მომაბეზრებელიც კი ხდება. მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მედიკოსების რეკომენდაციებს ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.


რა არ უნდა მივირთვათ მეხსიერება რომ შევინარჩუნოთ:

  • თეთრი პური, პურეულის ნაწარმი თეთრი ფქვილისგან, შაქარი, რაფინირებული ბურღულეული, ამ პროდუქტების მაღალი გლიკემიური ინდექსის გამო
  • შაქარი და სინთეთიკური დამატკბილებლები;
  • ყველა სახის ფქვილის პროდუქცია საფუარის საფუძველზე;
  • მზესუმზირის ზეთი მისი ცხიმმჟავების ომეგა 6: ომეგა 3 კრიტიკული დისბალანსის გამო, რაც იწვევს ანთებით პროცესებს. უპირატესობა, როგორც საკვების მომზადებაში, ასევე მზა კერძებში დამატებისას მიანიჭეთ – ზეითუნის ზეთს;
  • ფასტ-ფუდი, ნახევარფაბრიკატები, რადგან შეიცავენ ტრანსცხიმებსა და სწრაფ ნახშირწყლებს;
  • ხორცის შეზღუდული მოხმარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილი ნორმების მიერ წარმოადგენს კრიტიკულ მომენტს ჯანსაღი ცხოვრების და დღეგრძელობის შესანარჩუნებლად. უპირატესობა მიანიჭეთ თევზს, რადგან ის შეიცავს სრულფასოვან (სელის თესლისგან განსხვავებით) ცხიმმჟავა ომეგა-3 -ს. პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ცხიმმჟავით ომეგა-3: ორაგული, თუნისი, სკუმბრია, ამცირებენ ალცჰეიმერის განვითარების რისკს. როგორც გამოკვლევები აჩვენებენ, დაავადების განვითარება გადაიდება 7-9 წლით.


პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის შაქრის დონეს სისხლში სახიფათოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასუქებს. საქმე იმაშია, რომ თუ გლუკოზის დონე სისხლში აღემატება გარკვეულ შეზღუდვებს, ის ტოქსიკური ხდება. ამ პროცესს გლიკაციური ეწოდება და მისი არსი არის ის, რომ გლუკოზის კონცენტრაციის მომატება უსფრთხო მაჩვენებელზე, ცილებთან შეერთებას იწყებს და იწყებს სასტიკად და მეთოდურად მათ განადგურებას.


სწორედ ამიტომ, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, სხვა ჩივილებთან ერთად, ხშირად უქვეითდებათ მეხსიერება, უჩნდებათ ტროფიკული წყლულები და სიბრმავე, რადგან ორგანიზმმა დაკარგა უნარი არეგულიროს სისხლში გლუკოზის დონე.

ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან იმ პროდუქტების მიღებაზე, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს, თანდათანობით უნადგურდებათ ორგანიზმი.



რა უნდა მივირთვათ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:

იმისათვის, რომ უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ მეხსიერება, ექიმები გვირჩევენ დავიცვათ „ხმელთაშუაზღვის“ დიეტა: თევზი, ზღვისპროდუქტები, ბოსტნეული, ხილი და ზეითუნის ზეთი.



ახალი დიეტა, სახელწოდებით MIND (ხმელთაშუაზღვის დიეტა ნეიროგენერატიული ცვლილებების შესანელებლად), ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების რისკის განვითარებას 50%-ზე მეტად. ეს არის ხმელთაშუაზღვის დიეტის კომბინაცია კიდევ ერთ დიეტასთან, რომელიც შემუშავებული იყო გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ის შეიცავს ათი ძირითადი პროდუქტის ჯგუფს:

  • მწვანილი
  • ბოსტნეული
  • თხილეული
  • კენკრა
  • პარკოსნები
  • მთელმარცვლიანი პროდუქტები
  • თევზი
  • ფრინველის ხორცი
  • ზეითუნის ზეთი
  • ღვინო

დაიცავით ეს რეკომენდაციები და იცხოვრეთ ისეთი მარაზმის გარეშე, როგორიც არის ასაკობრივი დემენცია.



წყარო: memoryhealthregistry.com

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0