ქალი და მამაკაცი ციხის ფსიქოლოგს და ოთხი შვილის დედას ერთბაშად ორ პატიმართან ჰქონდა რომანი 2024, 20 თებერვალი, 13:00 ![]() ავსტრალიაში ციხის ფსიქოლოგს, რომელსაც რომანი ჰქონდა ორ პატიმართან და ერთ-ერთთან სექსიც ჰქონდა, სამსახურში დაბრუნების უფლება მისცეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail -იუწყება. ოთხი შვილის დედა სარა-ჯეინ ლოდინგტონი სკანდალის ცენტრში 2019 წელს მოექცა, როდესაც გაირკვა, რომ იგი არასათანადო ურთიერთობაში იყო ორ პატიმართან ქალაქ ბრისბენის მახლობლად, პალენ კრიკის ციხეში, ![]() ![]() 2019 წლის ოქტომბერიდან მოყოლებული ლოდინგტონს ოთხი წლით აეკრძალა ფსიქოლოგად მუშაობა. მოგვიანებით მას ორწლიანი გამოსაცდელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ახლა კვინზლენდის სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ პროფესიის აკრძალვის გახანგრძლივება ზედმეტი სისასტიკე იქნებოდა და ლოდინგტონს უფლება მისცა დაბრუნდეს სამუშაოს, როგორც ფსიქოლოგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მანამდე მან გაიარა სპეციალური წლინახევრიანი კურსები გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით. ![]() ადრე ვწერდით, ციხის ორ თანამშრომელზე, რომლებსაც ერთი და იგივე პატიმარი შეუყვარდათ, რის გამოც ორივე ციხეში მოხვდა.(მიყევი ბმულს) ასევე ამერიკელ ციხის ზედამხედველზე, რომელსაც 11 სხვა მსჯავრდებულის თვალწინ ჰქონდა სექსი პატიმართან(მიყევი ბმულს) 348 2-ს მოსწონს
|