x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იცით, რატომ ატარებენ ინდოელები ამდენ ოქროს და რა არის მისი ინტენსიური ყვითელი ფერის მიზეზი
ინდოეთში გადაღებულ კადრებში, სადაც ქალებს და კაცებს ნაციონალური სამოსი აცვიათ, თვალშისაცემია ბევრი ოქრო. ამ ქვეყნის ზოგიერთ მაცხოვრებელს ძვირფასი ლითონისგან დამზადებული იმდენი სამკაული უკეთია, რომ ნაძვის ხესავით მორთულია. ძალიან უჩვეულო, ინტენსიური ყვითელი ფერის გამო ბევრი ეჭვობს, რომ ოქრო ყალბია. რა მდგომარეობაა ინდურ სამკაულებთან დაკავშირებით?



image



ყოველწლიურად ინდოეთი მოიხმარს დაახლოებით 700 ტონა ოქროს საკუთარი საჭიროებისთვის. მთელი ოქრო არ იხარჯება სამკაულებზე და ფუფუნების საგნებზე. ლომის წილი იხარჯება ელექტრონულ ნაწილებზე, სამეცნიერო აღჭურვილობის ელემენტებზე და სხვა მნიშვნელოვან საჭიროებებზე. ინდოეთი მსოფლიოში ოქროს მოხმარების მხრივ ჩამორჩება მხოლოდ თავის მეზობელ ქვეყანას, ჩინეთს.



image




რაც შეეხება ქვეყნის პირობით „ოქროს მარაგს“, ყვითელი ლითონის უმეტესი ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება წარმოებაში, ხვდება ქვეყნის მაცხოვრებლების, უფრო ზუსტად, მოსახლეობის მცირე ნაწილის ხელში, რომელთაც ამის საშუალება აქვთ. ვინაიდან ყველაზე ხშირად ინდოელებს ვხედავთ ფილმებში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ინდოელები არ ტოვებენ სახლს კილოგრამი ოქროს გარეშე.



image



ინდოელები ქალები მსოფლიოში ყველაზე „მოოქროვილები“ არიან, რადგან ინდუსტური ტრადიციების თანახმად, ოქროს მოაქვს ბედნიერება, კეთილდღეობა და უფლის წყალობა. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამ ქვეყანაში ოქროს ნაწარმი ყველაზე პოპულარული და სასურველი საჩუქარია. მდიდარ წყვილს ქორწილში კილოგრამებით ოქრო შეიძლება აჩუქონ.



image



სხვა ქვეყნებიდან ძვირფასი ლითონის იმპორტით ინდოეთი მსოფლიოში მე–4 ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ინდოეთმა 32, 1 მლრდ დოლარის ოქრო იყიდა. თავად ქვეყანა წელიწადში მხოლოდ 2–3 ტონა ოქროს მოიპოვებს. იმის გასაგებად, თუ რამდენად ცოტაა, უნდა დავაზუსტოთ, რომ მსოფლიო ბაზრის ლიდერები ყოველწლიურად 300–500 ტონას მოიპოვებენ.



image



იმის მიუხედავად, რომ ინდოეთს თავისი ოქრო ძალიან ცოტა აქვს, მისი მაცხოვრებლები პლანეტაზე არსებული ოქროს 9–დან 11%–მდე ფლობენ. ქვეყანაში გამეფებული ძვირფასი ლითონის კულტს მივყავართ იქამდე, რომ ღარიბი ინდოელებიც ცდილობენ ფულის შეგროვებას და მცირეოდენი ოქროს ნივთის ყიდვას. რაც შეეხება ინდურ ტაძრებს, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, 4000 ტონამდე ოქროა დაგროვილი!



image



ოქრო არა მხოლოდ ბედნიერების და კეთილდღეობის სიმბოლოა, არამედ ქვეყნის ყველაზე მყარი ვალუტა. სამკაულები და უბრალოდ ოქროს ზოდები ინახება მდიდარ ოჯახებში, როგორც დეპოზიტი მომავლისთვის, ასევე შვილებისთვის, ქორწილზე საჩუქრად. ასეთი ინვესტიციის პოპულარიზაციას ხელს უწყობს ფაქტი, რომ ინდოეთში ოქროს შესყიდვაზე გადასახადების გადახდა არ უწევთ და მთავრობას არანაირ ანგარიშს არ აბარებენ.



image



რატომ არის ინდური ოქრო ასეთი კაშკაშა ყვითელი? ეს დაბალი ხარისხით გამოწვეულია? ქვეყანა, რომელიც მცირე რაოდენობით ოქროს მოიპოვებს, მაგრამ ასობით ტონას ხარჯავს, სრულიად ლოგიკური დასკვნა იქნება. არა, ინდოეთში ოქრო ასეთი ყვითელია ზუსტად იმიტომ, რომ იქ მაღალი სინჯია. შეესაბამება 958 (23 კარატი).



image



ეს ფერი გვაკვირვებს, რადგან სსრკ–ს დროიდან შეჩვეული ვართ დაბალი ხარისხის ოქროს პროდუქტს (583 სინჯი, 14 კარატი). თავმოყვარე ინდოელისთვის ეს ოქრო სულაც არაა – ქვეყანაში ფასობს მხოლოდ კაშკაშა, მზიანი ფერის შენადნობი, ძვირფასი ლითონის მაქსიმალური შემცველობით.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჩებოლი – როგორ მოახდინა ეკონომიკური სასწაული დაკანონებულმა ნეპოტიზმმა სამხრეთ კორეაში

2. 12 ყველაზე ძვირადღირებული სასმელი მსოფლიოში, რომლებიც ოქროზე მეტი ღირს

3. მსოფლიო ოკეანეში 1, 14 კვადრილიონ დოლარზე მეტი ოქროა - შეიძლება სარგებლის მიღება?

4. რამდენი გრამი ოქრო „იმალება“ ძველ ტექნიკაში

5. ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი?

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1079
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1079