x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოცხალ ბაყაყის სხეულზე გაზრდილმა სოკომ მეცნიერები დააბნია(ფოტოები)

image

ინდოეთში ცოცხალი ბაყაყი აღმოაჩინეს, რომლის ზურგიდან სოკო არის ამოსული.ამის შესახებ Forbes-ი იუწყება.



2023 წლის ივნისში, ინდოელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს Sphaerotheca leucorhynchus სახეობის ბაყაყი, რომლის მარცხენა მხარეს შესამჩნევი წამონაზარდი ჰქონდა, ნათქვამია კვლევით მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Reptiles & Amphibians.-ში.


დაწვრილებითი შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასზე პატარა სოკო წამოიზარდა.აღნიშნულია, რომ რეპტილია ცოცხალი და მოძრავი იყო. აღმოჩენამ მკვლევარები გააოცა.მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევები აქამდე არ დაფიქსირებულა.მოგვიანებით, მიკოლოგებმა გაარკვიეს, რომ ბაყაყის ზურგიდან ამოსული სოკო მიეკუთვნება მიცენებრთა ოჯახს.აშშ-ს ნიუ-მექსიკოს შტატის მკვლევარის, ნენსი კარაკერის თქმით, ასეთი სოკოების ზოგიერთი სახეობა ცოცხალი მერქნით „იკვებება“, ზოგი დამპალი მერქნით, ზოგიც ცხოველის ექსკრემენტებით."და არცერთ მათგანს არაფერი აქვს საერთო ცოცხალი ბაყაყის გვერდიდან წამონაზარდს", - ამბობს ის.


image

კარაკერმა დაამატა, რომ ანტიმიკრობული სეკრეციის წყალობით, ბაყაყის კანი მდგრადია ბაქტერიებისა და სოკოების უმეტესობის მიმართ.ეს კიდევ უფრო უჩვეულოს ხდის სოკოს ზრდას.იგი ვარაუდობს, რომ რეპტილიის კანი შეიძლებოდა დაზიანებულიყო, რის შედეგადაც მასში ორგანული ნივთიერებები შეიჭრა, რამაც სოკოს სპორებს გამრავლების შესაძლებლობა მისცა.


image

0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0