ფოტოგრაფია ისტორიული შედევრების მორიგი სერია: იშვიათი ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ 16 თებერვალი, 14:25
ზოგჯერ ფოტოებს ისტორიის სახელმძღვანელოებთან შედარებით გაცილებით უფრო მეტის მოყოლა შეუძლიათ. სწორედ ასეთი რარიტეტული ფოტოებია თავმოყრილი ჩვენს დღევანდელ კოლექციაშიც. სხვადასხვა ეპოქის ამ უნიკალურ კადრებზე აღბეჭდილი არიან როგორც მსოფლიოს ცნობილი პიროვნებები, ასევე უბრალო ადამიანები, რომლებიც საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.
შეუდარებელი მონიკა ბელუჩი
ავღანეთის უკანასკნელი მეფე, მუჰამედ ზაჰირ-შაჰი მეუღლესთან ჰამირა ბეგუმთან (მარცხნივ) და ავღანურ მწევართან ერთად ქაბულში, საკუთარი სასახლის ტერიტორიაზე სეირნობისას, ავღანეთი, 1972 წლის იანვარი
ქეით უინსლეტი: "ტიტანიკის" გადაღება ყველა ჩვენგანისთვის რთული და დამღლელი იყო. ერთ დღეს ლეოს ვეუბნები : "დღეს დაბადების დღე მაქვს", რაზეც მან მიპასუხა: "ძვირფასო, ეს ჩემთვის სულ ერთია"
არნოლდ შვარცნეგერი, 1985 წელი
მობილური ბიბლიოთეკა ბრონქსში, 1950-იანი წლები
მონაკოს მეათე პრინცესა გრეის კელი, იამაიკა, 1955 წელი
პირველი მსოფლიო ომის ინვალიდები, ლონდონის სამხედრო ჰოსპიტალი, 1918 წელი
კენიგსბერგის ციხე - სიმაგრე, მე-20 საუკუნის დასაწყისი
სატელეფონო ჯიხური პარიზში, 1966 წელი
რობოტის კოსტიუმში გამოწყობილი ბრიჯიტ ჰელმი ფილმ "მეტროპოლისის" გადასაღებ მოედანზე, 1926 წელი, გერმანია
კომუნიზმის ბაცილამ იქაც ჩააღწია, ავსტრალიის კომუნისტური პარტიის მობილური პლატფორმა საარჩევნო კამპანიისთვის (ნიუკასლი, ახალი სამხრეთ უელსი), 1946 წელი
სან-ფრანცისკოს მერია და თეატრი მასიური მიწისძვრის შემდეგ, 1906 წელი
ჯინსის რეკლამა, გდრ, 1978 წელი
ენცეფალოგრამა ალბერტ აინშტაინისთვის, მეცნიერებმა გენიალური კოლეგის ტვინის შესწავლა გადაწყვიტეს, 1950 წელი
დედოფალ ელისაბედ II-ის საქორწინო ტორტი, დიდი ბრიტანეთი, 1947 წელი, ცნობილი კონდიტერების მიერ საგანგებოდ მომზადებული ტორტი 220 კგ-ს იწონიდა, სიმაღლეში კი - 2, 7 მეტრს აღწევდა
ჯერ კიდევ მხოლოდ "PayPal"-ის თანადამფუძნებელი ილონ მასკი, აშშ, 1999 წელი
1945 წლის სექტემბერი, რობერტ ოპენჰაიმერი (მარცხნივ) და გენერალი ლესლი გროვუსი ბირთვული ბომბის გამოცდის ადგილზე
ქუჩების დასუფთავება ნიუ-იორკში, 1906 წელი
IBM 5100 -ის პორტატული კომპიუტერის მოდელი 1975 წლიდან
ჟურნალ "Armee Rundschau"-ის გარეკანი, გდრ, 1972 წელი
ეგვიპტის ფარაონის რამზეს II-ის იგივე "რამზეს დიდის" ან "დიდი წინაპრის" მუმიფიცირებული ცხედრის ფოტო, რომელიც მისი გახსნის შემდეგ 1881 წელს იქნა გადაღებული. რამზესმა 90 წლამდე (1303–1213) იცოცხლა, ზოგიერთის აზრით ის ეგვიპტის ყველაზე წარმატებული ფარაონი იყო.
ბრიტანელი დამნაშავე, ჩარლზ ბრონსონი, 2001 წელი, ის სასჯელს 50 წლის განმავლობაში იხდიდა, ბრონსონი სულ 120 გამოსასწორებელ დაწესებულებაში იყო ნამყოფი
|