საზოგადოება „ძალიან მაწუხებს და უხერხულობას მიქნის, არ უნდა დაწეროთ ჩემზე...“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი 16 თებერვალი, 14:00
.
პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახა ტერლოევი, იგივე მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს, რომ მასზე ჭორები სოციალურ ქსელში არ უნდა დაწერონ.
.
„მეგობრებო, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც ყველამ კარგად იცით რამხელაზე პატივს გცემთ და გაფასებთ. მე ერთი სათხოვარი მაქვს, რაც ძალიან მაწუხებს და უხერხულობას მიქნის... კი გასაგებია, ბევრინი ხართ, ვინც ძალიან მაფასებთ, მაგრამ რაც არ არის და არ ხდება, არ უნდა დაწეროთ ჩემზე. იქ იმან ვახაზე ის თქვაო. აქ იმად თუ ამად დაასეხელესო და ასე შენდეგ... ამ 6 წლის განმავლობაში ჩემს გვერდზე თუ პროფილზე არცერთი სტატუსი თუ განცხადება ერთი სიტყვა ფრაზა არავისი არ დამეწერია, გარდა ჩემი პირადად ჩემი გულიდან ნაკარნახების იქით... არვის არასდროს თხოვნა კი არა, მსგავსი არ გამიფიქრებია ჩემზე ვიღაცამ რამე სახის პოსტი ატვირთოს... მეგობრებო, უადგილოდ როცა გადამეტებით მაქებენ, ეს ცოტა არ იყოს უხერხულობას მიქნის, ზოგჯერ შეურაცხმყოფელადაც კი - არ დაგიმალავთ... მადლობა ყველას, საწეყენად არავინ არ მიიღოთ, ღმერთი გფარავდეთ...“ - წერს ტერლოევი. 386 1-ს მოსწონს
|