x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დიეტოლოგებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ინტიმური კავშირის სურვილს კლავს

imageცხიმიანი წითელი ხორცისა და შაქრის ბოროტად გამოყენება ამცირებს სექსისადმი ინტერესს, აცხადებენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის "ჯანსაღი კვების"სერტიფიცირებული დიეტოლოგები.

*

მათ ლიბიდოს დამღუპველი პროდუქტები ჩამოთვალეს.

*

სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზმა აჩვენა, რომ ნაყოფიერების და ლიბიდოს დაქვეითების ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, დიაბეტი და ათეროსკლეროზი. ამრიგად, სპეციალისტების თქმით, ამ დაავადებების პროვოცირების პროდუქტების უმეტესობა იწვევს სექსუალურ პრობლემებს.

*

უპირველეს ყოვლისა, როგორც დიეტოლოგმა აღნიშნა, ლიბიდოზე უარყოფითად მოქმედებს გაჯერებული ცხიმების ჭარბი მოხმარება: ცხიმოვანი წითელი ხორცი, ღორის ქონი, კარაქი, ნაღები, ყველი. რაციონში ამ პროდუქტების ჭარბი რაოდენობა იწვევს ლიპიდური პროფილის დარღვევას და ათეროსკლეროზის განვითარებას.

*

ამის გამო სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც იწვევს სექსისადმი ინტერესის და ორგაზმის მიღწევის სიჩქარის დაქვეითებას, განმარტა დიეტოლოგმა.

*

ასევე, კვლევითი ცენტრის დეიტოლოგებმა სექსუალური ჯანმრთელობისთვის საზიანოდ დაასახელეს შაქარი და შაქრის შემცველი სასმელები, რომელთა ბოროტად გამოყენება იწვევს სიმსუქნეს და ინსულორეზისტენტობას და ადამიანის ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესის მატებას.

*

"ამ პროცესებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მამაკაცებში სპერმის ხარისხის დაქვეითებაზე და ქალებში მენსტრუალური დისფუნქციის განვითარებაზე. გარდა ამისა, მეტაბოლური სინდრომი ირაციონალური ჭარბი კვების შედეგად იწვევს ცხიმის მეტაბოლიზმის დარღვევას და, შესაბამისად, ტესტოსტერონისა და ესტროგენის დონის დაქვეითებას."-დასძინა სპეციალისტმა.

0
543
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0