საბუნებისმეტყველო 10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ, რომელზეც შეიძლება, წარმოდგენაც არ გქონდეთ 28 თებერვალი, 12:13 შავ ზღვას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ისტორიული მოვლენების მოწმე იყო, თავისი უნიკალური თვისებები გააჩნია. ძვ. წ. აღრ. V ს. პირველი მოხსენიების შემდეგ, იგი ამოუწურავი ისტორიების და საიდუმლოებების წყაროდ იქცა. შავი ზღვის სიღრმე, რომელიც 2210 მეტრს აღწევს, წყალქვეშა საოცრებათა ნამდვილ ლაბირინთს წარმოადგენს. ზამთარში ტემპერატურა +5 გრადუსზე ქვემოთ არ ეცემა, ზაფხულში კი, ზედა ფენები — +25 გრადუსამდე თბება. ბუნების ეს თბილი მხარე, 2000-ზე მეტი სახეობის ფაუნის წარმომადგენლის სახლია, რაც უნიკალურ ეკოსისტემას ქმნის. 1. სახელის საიდუმლო მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მას «შავს» ეძახდნენ. ზუსტად ცნობილი არ არის ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული შემდეგი ვერსიებია: ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას — პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც «არასტუმართმოყვარე ზღვა»-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც, მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ. Πόντος Εὔξενος, «სტუმართმოყვარე ზღვა») დაარქვეს. მეორე ვერსიის თანახმად, «შავი», ზღვას თურქებმა დაარქვეს, როდესაც ისინი, მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. მათ ზღვას «კარადენიზი» დაარქვეს, რაც შავს, არასტუმართმოყვარეს ნიშნავს. ჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა «შავი» იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი 200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. 2. ზღვის დრაკონი და ფესვიანი მედუზაზღვის შავი დრაკონი ყველაზე სახიფათო თევზი შავ ზღვაში — ზღვის დრაკონია (Trachinus draco). მის ზურგზე განთავსებული ეკლები და ფარფლი, ასევე ლაყუჩების საფარი, ძლიერმოქმედ შხამს შეიცავს. თუმცა, ერთი შეხედვით არც ისე სახიფათოდ გამოიყურება და სიგრძეში, სულ რაღაც 50 სმ. თუ იქნება. დრაკონის ეკლებთან კონტაქტმა, შეიძლება, ძლიერი მოწამვლა და გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ფესვიანი მედუზა შავი ზღვის კიდევ ერთი საშიში ბინადარი ფესვიანი მედუზა (Rhizostoma pulmo) არის. 70 სმ-მდე დიამეტრის არსება ძლიერი საცეცების დახმარებით გადაადგილდება, რომლებზეც შხამიანი ჯირკვლებია განლაგებულია. ზრდასრული ადამიანის კანზე, მისი შეხებისას, დამწვრობის კვალი რჩება, ხოლო ბავშვების შემთხვევაში, დაზიანებული კანი, შეიძლება, სერიოზული ინფექციების მიზეზი გახდეს. 3. შავი ზღვის ძუძუმწოვრები ძუძუმწოვრებიდან, შავ ზღვაში ორი სახეობის დელფინი, ზღვის ღორი და თეთრმუცელა სელაპი ბინადრობს. ზოგიერთი ცხოველი, მის აკვატორიაში, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გავლით ხვდება. 4. ზღვა მხოლოდ ერთხელ გაიყინა შავი ზღვა, როგორც წყლის სივრცე, საოცარ საიდუმლოებებს მალავს და ერთ-ერთი მათგანი, ყინულოვან გარემოში, მისი წყლების იშვიათი გაყინვაა. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ჩრდ. სანაპიროზე ტემპერატურა ზამთარში ჩვეულებრივ დაბალია და იყო შემთხვევები, როდესაც ის –20 ℃–მდე დაეცა, ზღვა მაინც არ იყინება. ისტორიის მანძილზე, ის მხოლოდ ერთხელ გაიყინა მთლიანად და ეს 762 წ. მოხდა. 5. მორევები «კნიპოვიჩის სათვალე» შავი ზღვის წყლების ქვეშ, ფართო წყალქვეშა მდინარე მიედინება, რომლის სიგანე, დაახლოებით 1 კმ–ია, სიღრმე კი — 35 მ. მდინარის სიჩქარე 6, 5 კმ/ათ. სიგრძე — 350–400 კმ. ის წყლის ორი წრიულ დინებას ქმნის და ამ წრებრუნვებს, მისი აღმომჩენის, ნ. კნიპოვიჩის პატივსაცემად, «კნიპოვიჩის სათვალე» უწოდეს. 6. ლეგენდა კარადაგის გვეზე ლოხ-ნესის ურჩხულის მსგავსად, შავ ზღვაშიც ბინადრობდა იდუმალი არსება, რომელსაც კარადაგის გველს ეძახდნენ. ლეგენდის თანახმად, მას შავი ტანი, უზარმაზარი პირი და ფაფარი, შთამბეჭდავი კბილები და კლანჭები ჰქონდა. გველი წარმოუდგენელი სისწრაფით ცურავდა და ყველაზე სწრაფ გემებსაც კი, ელვის სისწრაფით ეწეოდა. 7. ცხოვრება შავი ზღვის ფსკერზეგოგირდწყალბადი შავი ზღვის ფსკერზე შავი ზღვა, ზღვებს შორის, ყველაზე ნაკლებად დასახლებულად ითვლება. ის ცოცხალი ორგანიზმების სიმცირით, მესამე ადგილზეა, მკვდარი და ჩრდილოეთის ზღვის შემდეგ. თუმცა, ამ ორისგან განსხვავებით, შავი ზღვის, შედარებითი, უსიცოცხლობის მიზეზები, არც ისე აშკარაა. ეს საიდუმლო მხოლოდ გასული საუკუნის შუა ხანებში გაირკვა, როდესაც მეცნიერებმა მასში, ათობით აქტიური გოგირდწყალბადის გეიზერი აღმოაჩინეს. გოგირდწყალბადი მომწამვლელ გაზია და ის მრავალი ზღვის არსებისთვის დამღუპველია. გარდა ამისა, ის მზის სხივებს წყლის გათბობის საშუალებასაც არ აძლევს. ამიტომ, 150 მ–ს ქვემოთ სიღრმეზე, მხოლოდ ანაერობული ბაქტერიები ბინადრობენ — არსებები, რომლებსაც სიცოცხლისთვის თავისუფალი ჟანგბადი არ სჭირდებათ. 8. ხანძარი შავ ზღვაზე ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 1927 წელს, როდესაც ყირიმში მომხდარმა მიწისძვრამ გოგირდწყალბადი ზღვის ზედაპირზე ამოტყორცნა და მას მეხი დაეცა, შავ ზღვას ცეცხლი გაუჩნდა! წყალზე 100 მეტრამდე სიმაღლის ცეცხლის სვეტები რამდენიმე დღის მანძილზე მძვინვარებდა. 9. წარღვნა შავი ზღვის სანაპირო ხაზის კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 7, 6 ათასი წლის წინ, ზღვის დონემ აიწია. ერთ–ერთი თეორიის თანახმად, ამის მიზეზი გლობალური დათბობა იყო და მყინვარების დნობის შედეგად, მხოლოდ შავი ზღვის დონე კი არა, მსოფლიო ოკეანის დონემაც აიწია. მეორე ვერსიით, შავი ზღვის დონის აწევა, რეგიონში სეისმურულმა აქტივობამ გამოიწვია. მიწისძვრებმა და წყალქვეშა ვულკანურმა ამოფრქვევებმა, შეიძლება გეოლოგიური სტრუქტურა შეცვალა და ზღვის დონეც ამიტომ შეიცვალა. 10. მანათობელი პლანქტონ შავი ზღვის პლანქტონებიდან, აღსანიშნავია ერთი უჩვეულო სახეობის პლანქტონი – ე. წ. ღამის მანათობელი, რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და ამის გამო, აგვისტოში, ხანდახან, შავი ზღვა ანათებს. სხვა სიახლეები:* ძველი რომაული ფეხსაცმლიდან – თავის ტვინზე ოპერაციამდე: საოცარი ისტორიული არტეფაქტები* გამოცანები, რომლებსაც თქვენი ჩიხში შეყვანა შეუძლია (პასუხები აქვს)* ყველაზე უცნაური საქორწილო სამოსი და სიძე–პატარძლები მსოფლიოში (15 ფოტო)* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ871 1-ს მოსწონს
|