ქალი და მამაკაცი შეყვარებულთა დღე და საქორწილო ფოტოები საბჭოთა წარსულიდან 14 თებერვალი, 15:41
საქართველოში მე-19-20 საუკუნის დასაწყისში საქორწინო ცერემონიალი, ძირითადად, სამ საფეხურს – გარიგებას, ნიშნობასა და ქორწილს მოიცავდა. საპატარძლოს შერჩევა სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ღონისძიებაზე ხდებოდა. თუ მომავალ დედამთილს სარძლო მოეწონებოდა, ქალ-ვაჟის მშობლები, მაჭანკლის დახმარებით, მზითვსა და ქორწილზე იწყებდნენ მოლაპარაკებას. ეკლესიიდან გამოსულ ჯვარდაწერილ წყვილს მეჯვარე-ხელისმომკიდეები გაშიშვლებული ხმლების ქვეშ ატარებდნენ. ეს რიტუალი ახალშექმნილი ოჯახის ავი სულებისა და მავნე თვალისგან დასაცავად ტარდებოდა. ქორწილი, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
ამ ფოტოზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსაა გადაღებული, თბილისური ქორწილია აღბეჭდილი, გირლანდებით მორთული შენობის ფონითა და მხიარული მუსიკოსებით. საზეიმოდ გამოწყობილი მაყრიონი ახალდაქორწინებულ წყვილს ხმლების ქვეშ ატარებს. სიძეს ტრადიციული ქართული ჩოხა, ხოლო პატარძალს თეთრი, დასავლური სტილის თეთრი კაბა აცვია. როგორც ვხედავთ, ამ პერიოდის საქართველოში ქორწილი ქართულ-ევროპული ტრადიციების ნაზავს წარმოადგენდა. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა საქორწინო ტრადიციები, ძირითადი აქცენტი სამოქალაქო ქორწინებაზე კეთდებოდა, წყვილები ქორწინების სახლში აწერდნენ ხელს, შემდეგ ნეფე-დედოფალი და მაყრიონი ავტომობილებით, ზედ დასმული თოჯინით, ფერადი ლენტებით და ბუშტებით მორთული მოივლიდნენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს(მაგალითად თბილისელებისთვის ძირითადი მარშრუტი იყო მცხეთის ჯვარი ან სვეტიცხოველი), ამ დროს კი იშლებოდა სეფა, სუფრის გაშლაში ტრადიციულად მთელი სამეზობლო მონაწილეობდა.ზოგჯერ ქორწილი(განსაკუთრებით პერიფერიებში) 500 კაციანიც კი შეიძლება ყოფილიყო. ქორწილი 1985 წელი, მცხეთის ჯვარი დღეს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საქორწილო ფოტოებს წარსულიდან. ვახტანგ ენდილაძის ქორწილი ქორწილი 1989 წელი ქორწილი სოხუმში-1983 წელი ქორწილი ქუთაისში აკა მორჩილაძის და ნატო ზაქარიაძის ქორწილი ლილი ღუდუშაურის და თამაზ მგელაძის ქორწილი-1977 ქორწილები სსრკ-ს-სხვადასხვა კუთხიდანშენიშვნა: მასალაში გამოყენებულია "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის" ციფრული არქივი 340 2-ს მოსწონს
|