"ცოდვილ ბუნებავ, ვიცი რას მერჩი,
რომ ვერ გავიდე კუპრის მორევზე.
ღმერთო, ჩამახედე სულის სარკეში.
ღმერთო, ამატირე მე ჩემს ცოდვებზე."
* *
"ვის რა, როგორ, სჩვევია...
ჰაერზე კოშკები არ ვაგო.
უღირსს მოგებას მირჩევნია,
რომ ღირსეულად წავაგო."
* *
"გარდასულ დღეებით ვტკბები.
დღენი თანვე სევდიანსაც მღერიან.
ეჰ, ვინ იცის წინაპარნი ჩვენნი,
მათთვის ლოცვას, თუ როგორ მოელიან."
ლაშა ლილუაშვილი
2024 წელი