x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იდუმალი ჰუმანოიდები, თუ გოლიათების ცივილიზაცია? – XX საუკუნის ყველაზე იდუმალი აღმოჩენა

გობის უდაბნოს და მისი აღმოჩენების შესახებ, ჯერ კიდევ ბევრი მითქმა–მოთქმა და სპეკულაციაა. მაგრამ, მათ შორის, არის ერთი განსაკუთრებით საინტერესო ამბავი... ამ უსიცოცხლო უდაბნოს ყველაზე შორეულ უბანში, არქეოლოგებმა გიგანტური არსების ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ჰუმანოიდის უნდა იყოს. მისი სიმაღლე, თითქმის, 15 მეტრია! მაგრამ, სინამდვილეში, ვის ეკუთვნოდა – ადამიანს, თუ უცხოპლანეტელს – უცნობია.


image


გასული საუკუნის ბოლოს, მკვლევართა ჯგუფი, პროფ. ჰიგლის ხელმძღვანელობით, გათხრების საწარმოებლად, გობის უდაბნოში გაემართა. გათხრების ადგილის არჩევანი, გიგანტური არსების შესახებ, ლეგენდებს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვით, ამ რეგიონში, შორეულ წარსულში, უზარმაზარი, ადამიანის მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ. ადგილობრივ მოსახლეობაში კი, ეს ტერიტორია დღემდე დაწყევლილად ითვლება და ახლოს არავინ მიდის.

პალეონტოლოგებმა ივარაუდეს, რომ ლეგენდებს, შეიძლება, რეალური საფუძველი ჰქონოდა და გათხრების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი იმედოვნებდნენ, უძველესი არსების ძვლების პოვნას, რომელიც ადგილობრივებს, შეიძლება შეცდომით, გოლიათური აღნაგობის ადამიანად მიეღოთ. თუმცა, აღმოჩენა სრულიად უჩვეულო გამოდგა – ეს მართლაც ადამიანი–გიგანტის* ჩონჩხი იყო.


image


მისი ძვლები, ადამიანის ძვლებისგან განსხვავდებოდა – უფრო წაგრძელებული იყო. თავის ქალას კი, როგორც მაიმუნის, ისე ადამიანის მახასიათებლები ჰქონდა. მისი ფორმის მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ გიგანტს სმენის და მეტყველების ორგანოები და ასევე, განვითარებული ტვინი ჰქონდა. ამასთან, დიდი ალბათობით, ამ არსების ინტელექტი, ადამიანის ინტელექტს ბევრად აღემატებოდა.

შესაძლებელია, წარსულში, ადგილობრივებმა მსგავსი ჩონჩხი აღმოაჩინეს და ლეგენდები, გოლიათების შესახებ, სწორედ ამიტომ გაჩნდა... და არც ის არის გამორიცხული, რომ უძველესი მონღოლები, ცოცხალ გოლიათებსაც შეხვედროდნენ.

ამრიგად, გობის უდაბნოში ეს აღმოჩენა, გასული საუკუნის ერთ-ერთ, ყველაზე იდუმალ კვლევად იქცა. მან დაადასტურა უძველესი გიგანტების არსებობა და მრავალი კითხვა გააჩინა, ამ იდუმალი არსებების წარმოშობასთან დაკავშირებით.


* თანამედროვე მეცნიერება ხანგრძლივი დროის მანძილზე, ადამიანის ევოლუციას იკვლევს და თითქოს, ყველაფერი უკვე ცნობილია... თუმცა, გათხრების დროს, გამუდმებით პოულობენ ისეთ რაღაცებს, რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებს.

სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში, ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ჩემს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ამ წყაროების მიხედვით, გარეგნობით ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ (თუ არ ჩავთვლით ციკლოპებს, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, რომლებსაც შუბლზეც თვალი ჰქონდათ). ხოლო, თანამედროვე ევოლუციის თეორია, ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად საწინააღმდეგო აზრის არის. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ევოლუციის პროცესში, ადამიანის სიმაღლე კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. მაშინ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ დროდადრო, ხან აქ, ხან იქ, ჩნდება ინფორმაცია გიგანტური ადამიანების ჩონჩხის ფრაგმენტების ან ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ? ამ საკითხთან დაკავშირებით, მეცნიერება ოფიციალურად, დუმს. ერთი რამ კი აშკარაა, ასეთი არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს პლანეტაზე, ერთ დროს, ნამდვილად ცხოვრობდნენ გოლიათები... გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:

* ხეოფსი პირამიდა წარღვნამდე არსებობდა

* საინტერესო ფაქტები, ადამიანის ყველაზე საოცარი მდგომარეობის – ძილის შესახებ

* ფოტოები წარსულიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორია, გაუთავებელი აღმოჩენების სერიაა

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0