x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაპიტალის დაგროვება იტალიურად - ქალმა 5 წელიწადში 12-ჯერ მოიგონა ორსულობა
image

ბარბარა იოელემ ქალაქ რომიდან მოიფიქრა გრანდიოზული გეგმა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ წერს იტალიური გამოცემა Il Mattino.


მან თავისი ენერგიული საქმიანობა 2014 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ შეიტანა პირველად დოკუმენტები ორსულობის შესახებ, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. მან ჭკვიანურად გააყალბა თავისი გინეკოლოგის ხელმოწერები, ბეჭდები, ბლანკები.


მათ დაუჯერეს, მშობიარობა დაუფიქსირეს და დეკრეტული დამხმარებაც გადაუხადეს. და ამის შემდეგ დაიწყო... მომდევნო 5 წლის განმავლობაში მან დააფიქსირა 12 ორსულობა, რომელთაგან 5 თითქოსდა წარმატებული მშობიარობით დასრულდა.


ასე რომ, დაიბადა ბენედეტა, ანჟელიკა, აბრამო, ლეტიცია და ისრაელი. მაგრამ დანარჩენი 7 დასრულდა მუცლის მოშლით და სამსახურში კოლეგების უზომო თანაგრძნობით.



ფსევდომშობიარობებმა წარმატებით ჩაიარა, თანხები რეგულარულად ირიცხებოდა ანგარიშზე, ბიზნესაწყობილი ბარბარე კი დეკრეტულ შვებულებას არ იღებდა. მაგრამ გავიდა წლები და ბავშვები არ მოექცნენ სახელმწიფო უწყებების ყურადღების ცენტრში, არ გამოჩენილან პოლიკლინიკაში, არ დადიოდნენ ბავშვთა დაწესებულებებში. ხალხში ეჭვი გაჩნდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.


სამართალდამცავმა უწყებებმა თხოვნით მიმართეს რომის სამშობიაროს, სადაც დოკუმენტების მიხედვით ირიცხებოდა მრავალშვილიანი დედების სიაში, მაგრამ იქ უბრალოდ ხელები გაასავსავეს და თქვეს, რომ ასეთი მოქალაქე არ ირიცხება მათთან, არც იცნობდენ და არც უმშობიარია მათთან.


სწორედ მაშინ გაირკვა საოცარი სიმართლე, რომ ის არ იყო მარტოხელა, მრავალშვილიანი დედა, 5 შვილი მარტო ქაღალდზე ირიცხებოდა და ის გახლდათ ცბიერი თაღლითი, რომელმაც უკანონოდ მიიღო დეკრეტული ანაზღაურება 111 ათასი ევროს ოდენობით.


ბარბარა იოელეს სასამართლო პროცესი წარმატებით დასრულდა, მას თაღლითობისთვის 20 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის პარტნიორს. დავიდე პიზინატოს, დოკუმენტების გაყალბებაში თანამონაწილეობისთვის ასევე 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0