x
image
sunshine
ანფისა ჩეხოვამ პასპორტის სურათი გამოაქვეყნა!

imageანფისა ჩეხოვა აგრძელებს ბრძოლას არაკეთილისმსურველ ჟურნალისტებთან. ამჯერად მან დაამტკიცა, რომ პაპარაცები ცდებიან, როცა ამტკიცებენ, რომ ტელეწამყვანის სახელი - ფსევდონიმია.


თავისი სახელის ნამდვილობის დამტკიცება ანფისა ჩეხოვამ შეძლო, სოციალური ქსელი „ტვიტერი“-ს საშუალებით, სადაც მან გამოაქვეყნა საკუთარი პასპორტის პირველი გვერდის სურათი, რის მიხედვითაც მას ნამდვილად ჩეხოვა ანფისა ალექსანდრეს ასული ჰქვია. მან გააკეთა კომენტარი, რომ შეწუხებულია ჯურნალისტების მცდარი ინფორმაციით და მოითხოვს მათგან ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმებას და შემდეგ გამჟღავნებას.

ანფისას არაერთხელ შეჰქმნია კონფლიქტური სიტუაცია ჯურნალისტებთან მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.
ის დაჟინებით მოითხოვს მათგან არ ჩაერიონ მის პირად ცხოვრებაში და არ გაავრცელონ მის შესახებ ცრუ ინფორმაციები.



1
812
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:sunshine
sunshine
812
  
2012, 19 ოქტომბერი, 14:07
+++
0 1 1