სხვა 10 "იდეალური" მკვლელობა, რომლებიც ჯერ კიდევ გაუხსნელია 7 თებერვალი, 9:13 თანამედროვე კვლევის მეთოდების და კრიმინალურ ბაზებში დნმ-პროფილების არსებობის მიუხედავად, ათობით შოკისმომგვრელი მკვლელობა, დღემდე გამოუძიებელი რჩება. აქ წარმოგიდგენთ 10, ყველაზე საზარელი მკვლელობის ისტორიას, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე მოხდა. მაგრამ, ამ ისტორიებს ერთი რამ აერთიანებს — ეჭვმიტანილის არ არსებობა. და უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი საქმე, ხანდაზმულობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძიებაშია. «ზოდიაქო»«ზოდიაქო» — სერიული მკვლელის ფსევდონიმია, რომელიც ჩრდ. კალიფორნიაში და სან-ფრანცისკოში, 1968 დეკემბრიდან - 1969 ოქტომბრამდე მოქმედებდა. ის ადგილობრივი გაზეთის რედაქციას გესლიან წერილებს უგზავნიდა, რომლებიც კრიპტოგრამებს (საიდუმლო ნიშნებით ჩაწერილი ტექსტი) შეიცავდა. როგორც თავად დამნაშავე იტყობინებოდა, ტექსტებში მის შესახებ იყო ინფორმაცია. ოთხიდან, სამი კრიპტოგრამა დღემდე გაშიფრული არ არის.
დამნაშავე წერდა, რომ 37 ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა, გამოძიებამ მხოლოდ 7 თავდასხმის ფაქტი დაადგინა. მათგან 5 დაიღუპა და 2 - გადარჩა. «ზოდიაქოს» საქმე 2004 წელს დაიხურა, მაგრამ 2007 წელს ისევ განახლდა და დამნაშავეს დღემდე ეძებენ. 9 თებერვლის მკვლელიამ სერიული მკვლელის 2 მსხვერპლი სოლტ-ლეიკის ოლქში (იუტას შტატი, აშშ) ცხოვრობდა. ორივე მკვლელობა 9 თებერვალს, 2006 და 2008 წლებში მოხდა. ორივე შემთხვევაში, მსხვერპლი ესპანური წარმომავლობის ქალი იყო და ორივე დახრჩობით იყო მოკლული. დამნაშავის დნმ-ის ნიმუში ქვეყნის ეროვნული მონაცემების ბაზაში ინახება, მაგრამ მოწმეთა არ არსებობის გამო, ის დღემდე დაუსჯელი არის. ბოსტონელი მგუდავი1964 წელს ამერიკელი ალბერტ დე სალვო, გაუპატიურების ეჭვის საფუძველზე დააკავეს. ის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, სადაც მან აღიარა, რომ 13 ქალი ჰყავდა მოკლული. ზოგიერთ მკვლევარს ეჭვი ეპარება დე სალვოს აღიარების ჭეშმარიტებაში და თვლის, რომ მან, დაახლოებით, 7 ქალი მოკლა და რომ მის გარდა, კიდევ ერთი სერიული მკვლელი მოქმედებდა.
ამ ისტორიის მიხედვით, 1968 წ. ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ ფლეიშერმა ფილმი - «The Boston Strangler» გადაიღო.
გასული საუკუნის 30-იან წლებში, კლივლენდში (ოჰაიოს შტატი, აშშ) გამოჩნდა მკვლელი, რომელიც მსხვერპლს თავს აჭრიდა და ხშირად, სხეულსაც ანაწევრებდა. კლივლენდელ ყასაბს, ოფიციალური ვერსიით, 12 ქალი ჰყავს მოკლული. თუმცა, ცოტა ხნის წინ, საქმის ხელახალი გამოძიება ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მსხვერპლი უფრო მეტი იყო. ზოგიერთი მსხვერპლის ვინაობა დღემდე დაუდგენელია.
კლივლენდის პოლიციის მუზეუმში, სერიული მკვლელის 4 მსხვერპლის სიკვდილისშემდგომი ნიღბებია წარმოდგენილი. მკვლელი მთვარის შუქზე1946 გაზაფხულზე ქ. ტექსარკანაში (Texarkana, არკანზასის შტატი, აშშ) უცნობმა 8 ადამიანი მოკლა. მან ახალგაზრდები დახოცა, რომლებიც ქალაქგარეთ, დასასვენებლად იყვნენ გასულები. გადარჩენილებმა მხოლოდ დაახლოებით შეძლეს დამნაშავის აღწერა და ერთადერთი, რაც პოლიციამ ზუსტად დაადგინა, მისი სიმაღლე იყო. მკვლელს სახე და თავი ნიღბით ჰქონდა დაფარული. ამ თავდასხმამ ისე შეაშინა ქალაქის მოსახლეობა, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა დაიწყეს. ხოლო, ადგილობრივი პოლიციის დასახმარებლად, ქალაქში ტეხასელი რეინჯერები ჩავიდნენ. ასეთი ზომების მიუხედავად, მკვლელის პოვნა ვერ შეძლეს. მისტიკური მკვლელობა ფერმაში1922 წელს, მიუნხენიდან 70 კმ-ში, ჰინტერკაიფეკის ფერმაში 6 ადამიანი მოკლეს. ფერმა ტყესთან ახლოს მდებარეობდა და მასში ანდრეასი და ცეცილია გრიუბერები, მათი დაქვრივებულ ქალიშვილი ვიქტორია, ორი შვილით და მათი დამხმარე ქალი, მარია ცხოვრობდნენ. არავინ იცის, რა მოხდა 31 მარტის ღამეს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ვიღაცამ, თითქმის მთელი ოჯახი ფარდულში შეყარა და ნაჯახით დახოცა. სახლში, მშვიდად, მხოლოდ 2 წლის იოზეფს და მარიას ეძინათ. მოგვიანებით, მკვლელი სახლშიც შევიდა და ისინიც დახოცა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ფერმაში რამდენიმე დღე გაატარა და საქონელსაც კი აჭამა, მისი დაჭერა ვერ შეძლეს. მჩეხავი ახალი ორლეანიდან1918 წლის მაისიდან - 1919 წლის ოქტომბრამდე, ახალ ორლეანში (ლუიზიანას შტატი, აშშ) მოქმედებდა მკვლელი, რომელიც თავის მსხვერპლს ნაჯახით ესხმოდა თავს. ის ადამიანებს სახლში უვარდებოდა და დიდიან-პატარიანად, ყველას ხოცავდა. ზოგიერთმა მსხვერპლმა გადარჩენა შეძლო, მაგრამ პოლიციამ მკვლელის პოვნა ვერ მოახერხა. ეშმაკის უღელტეხილის საიდუმლო1959 წლის, სავარაუდოდ, 2 თებერვლის ღამეს, ჩრდ. ურალის უღელტეხილზე, რომელსაც ამ შემთხვევის შემდეგ, დიატლოვის უღელტეხილი შეარქვეს, გაურკვეველ სიტუაციაში, ტურისტების ჯგუფი დაიღუპა (დიატლოვი მათი გიდი იყო). იმ ღამეს რაღაცა მოხდა, რის გამოც 9 ადამიანმა კარავი დატოვა. თან ისე სწრაფად, რომ კარავი რამდენიმე ადგილი შიგნიდან იყო გაჭრილი და სიცივის მიუხედავად, ზედა სამოსი, თითქმის არავის ჩაუცვამს. მაშველებმა მათი გვამები, კარვის სიახლოვეს, ფერდობებზე იპოვეს. მაგრამ, გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს. შავი გეორგინა«შავი გეორგინი» - არის, 1947 წელს მოკლული, ელიზაბეთ შორტის ფსევდონიმი. ეს მკვლელობა, აშშ-ს ისტორიაში, ყველაზე სასტიკ და იდუმალებით მოცულ დანაშაულად რჩება.
1947 წლის 15 იანვარს 22 წლის ელიზაბეთის გვამი ლაიმერტ-პარკში (დასახლება ლოს-ანჯელესთან ახლოს), სამშენებლო ობიექტზე იპოვეს. სხეული, წელის არეში, ორად გაჭრილი და დასახიჩრებული იყო. ჯეკ-მფატრავი1888 წელის II ნახევარში ლონდონში მკვლელი გამოჩნდა, რომელიც ჯეკ-მფატრავის ფსევდონიმით გახდა ცნობილი. მისი ყველა მსხვერპლი ქალაქის გარეუბნებში მცხოვრები მეძავი ქალი იყო, რომლებსაც მკვლელი ჯერ ყელს ჭრიდა, ხოლო შემდეგ, მუცლის ღრუს უჭრიდა და ორგანოებს აცლიდა. 3 მსხვერპლის დათვალიერების შემდეგ, ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მკვლელმა კარგად იცოდა ადამიანის ანატომია და პროფესიონალი ქირურგის უნარ-ჩვევებს ფლობდა. ის წერილებს სკოტლიანდ იარდში (ლონდონის პოლიციის სამსახური) გზავნიდა და მის ერთ-ერთ გზავნილში მსხვერპლის თირკმელიც კი იყო. მაგრამ, პოლიციასთან ასეთი «თანამშრომლობის» მიუხედავად, მკვლელი მაინც ვერ დაიჭირეს.
არ არის ცნობილი და დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს, ჯეკ-მფატრავის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა. სხვა სიახლეები:* როსველის ინციდენტის დროს გადარჩენილი უცხოპლანეტელი ადამიანებს დაეკონტაქტა* ილონ მასკი – მარსის თვითგამოცხადებული იმპერატორი* თუ თავს გონებამახვილად თვლით, მაშინ ეს გამოცანები თქვენთვისაა (პასუხები აქვს)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები270 1-ს მოსწონს
|