x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გაუჩინარებული ამელია ერჰარტის საიდუმლოს შეიძლება ფარდა აეხადოს
image

მკვლევარების მტკიცებით, წყნარ ოკეანეში იპოვეს ლეგენდარული ამერიკელი ავიატორის ამელია ერჰარტის თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელიც 1937 წელს დაიკარგა მსოფლიოს გარშემო ფრენის დროს, ასეთი განცხადებების მიზეზი იყო ფსკერის ჰიდროაკუსტიკური ფოტოები, რომლებიც მორიგმა ექსპედიციამ გადაიღო უკვალოდ გაუჩინარებული საავიაციო ვარსკვლავის კვალის საძიებლად. ჩანს თვითმფრინავის მსგავსი სილუეტი. ძიების მონაწილეები თვლიან, რომ მათ საბოლოოდ ამოხსნეს თანამედროვე ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო.


უკვე 87 წელია, ერჰარტის გაუჩინარების საიდუმლო აწუხებს მკვლევარებს მთელი მსოფლიოდან, რაც იწვევს ახალი შეთქმულების თეორიების პროვოცირებას.


2023 წლის შემოდგომაზე, Deep Sea Vision-ის წყალქვეშა არქეოლოგთა და საზღვაო რობოტიკის ექსპერტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა, აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილმა პილოტმა ტონი რომეოს ხელმძღვანელობით, განაახლა ძებნა. თანამედროვე ჰიდროლოკატორებით წყნარი ოკეანის 13, 5 ათასი კვადრატული კილომეტრი დაათვალიერეს, მკვლევარებმა დაახლოებით 5 კმ სიღრმეზე აღმოაჩინეს ერჰარტის თვითმფრინავის მსგავსი რამ. ფოტოები გადაღებულია ჰაულენდის კუნძულიდან 150 კილომეტრში - დანიშნულების ადგილი, სადაც ლეგენდარული პილოტს უნდა მიეღწია. ახლა გუნდი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს ძიებას კამერით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების გამოყენებით.


image

ამელია ერჰარტი იყო ავიაპიონერი და პირველი ქალი მფრინავი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაიფრინა ატლანტის ოკეანის თავზე, იყო Distinguished Flying Cross ჯილდოს მფლობელი და საკუთარი ფრენების შესახებ რამდენიმე წიგნი-ბესთსელერის ავტორი.

image


1935 წლიდან მოწვეული იქნა პურდუის უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტის პროფესორად. ამელია ერჰარტი ცდილობდა ქალების მოზიდვას ავიაციის სფეროში და ურჩევდა მათ აერჩიათ პროფესიად. ასევე იყო ქალების ნაციონალური პარტიის წევრი და "თანაბარი უფლებების შესწორების" მიღების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი.

image

1937 წელს ორძრავიანი მსუბუქი თვითმფინავით - Lockheed Model 10 Electra დედამიწის გარშემო ფრენის მცდელობის დროს, რომელიც დაფინანსებული იყო პურდუის უნივერსიტეტის მიერ, ერჰარტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ჰოულენდის კუნძულის რაიონში. მისი ცხოვრება და კარიერა დღემდე ისტორიკოსების ყურადღების ცენტრშია და მისი გაუჩინარების საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის გახსნილი.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0