x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გაბათილდა პოპულარული ჰიპოთეზა დედამიწის ევოლუციის შესახებ
image

დედამიწის თანამედროვე ქერქის გაჩენა პროტოქერქის დნობით აიხსნა.




გეოლოგებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, რომლითაც თანამედროვე დედამიწის ქერქი და კონტინენტები წარმოიქმნა მილიარდობით წლის წინ არსებული პროტო-ქერქისგან.


ჟურნალ Nature Communications-შგამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აღმოჩენა აბათილებს პოპულარულ ჰიპოთეზებს დედამიწის გეოლოგიური ევოლუციის შესახებ, რომელიც მოიცავდა როგორც გარეშე ფაქტორების გავლენას, ასევე ტექტონიკური ფილების გაჩენას კონტინენტების ჩამოყალიბების წინ.



ცნობილია, რომ დედამიწის ქერქის უმეტესი ნაწილი წარმოიშვა 4-დან 2, 5 მილიარდი წლის წინ, არქეულ ერაში, რომელიც წარმოადგენდა სამი სახის ქანის - ტონალიტის, ტრონდემიტისა და გრანოდიორიტის (TTG) გაერთიანებას. თუმცა, მეცნიერებმა ვერ შეძლეს აეხსნათ, საიდან წარმოიშვნენ ისინი, რადგან საწყის დნობასა და საბოლოო კრისტალიზაციაამდე უამრავი გეოლოგიური პროცესი გაიარა.

imageფოტოზე:TTG



ახალმა ნაშრომმა გააანალიზა მონაცემები ყველა ნიმუშიდან, რომელიც ოდესმე შესწავლილი იყო მთელ მსოფლიოში ნაპოვნი არქეის კრატონული ფრაგმენტებიდან.


კრატონები უძველესი კონტინენტური ქერქის ფუნდამენტის მსხვილი ნარჩენებია, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდიათ არქეის ერადან მოყოლებული.



მეცნიერებმა თვალყური ადევნეს ელემენტების გარკვეულ ჯგუფს, რომლებმაც შეინარჩუნეს ხელუხლებელი.პირველყოფილი მაგმის მახასიათებლები, საიდანაც შეიქმნა TTG ასოციაციები. ეს მონაცემები გამოიყენეს მოდელის შესაქმნელად, რომელიც აჩვენებდა, რომ TTG, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული ახალგაზრდა ქანები, წარმოიქმნება წინამორბედი ქერქის ნელ-ნელა დამარხვის, გასქელებისა და დნობის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ ოკეანის პლატოს ქერქს წააგავდა.


ეს აღმოჩენა უარყოფს კარგა ხანს გავრცელებულ თეორიას, რომ არქეის TTG-ები წარმოიქმნა ან მეტეორიტის შეჯახების შედეგად ან დედამიწის ადრეულ სუბდუქციის ზონებში, როდესაც ქერქის ერთი ნაწილი მეორეს ქვეშ ეფლობოდა და დნებოდა.


მის ნაცვლად მთავარი მექანიზმი გახდა შიდა გეოლოგიური ძალები, რომლებმაც დედამიწის პირველყოფილი ქერქის ტრანსფორმაცია მოახდინეს.

0
170
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0