x
image
ლიკა ზუბიაშვილი97
ტოპ 5, არც ისე ცნობილი, მაგრამ შესანიშნავი და მელანქოლიური სიმღერა თქვენი "ფლეილისთისათვის"

მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ჩვენი არსებობა ისევე წარმოუდგენელია, როგორც ჰაერის გარეშე სუნთქვა. დღევანდელ სტატიაში კი მსურს შემოგთავაზოთ ტოპ 5, არც ისე ცნობილი, მაგრამ შესანიშნავი და მელანქოლიური სიმღერა თქვენი "ფლეილისთისათვის".


1.Taylor Swift – Slut!


ტეილორ სვიფტმა თავისი იდეალური მუსიკალური ნაწარმოებებითა და კომპოზიციებით, არაერთი ადამიანის გული დაიპყრო. თუმცა, მისი "საცავი''–ს (სიმღერები, რომლებიც თავის დროზე ალბომებთან ერთად მას არ გამოუქვეყნებია) სიმღერები ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის, თუმცა, ისინი თავისი ხიბლითა და ნოსტალგიურობით, სხვა მის, მუსიკალურ ნაწარმოებებს არ ჩამორჩება.

image


2. Conan Gray – Astronomy


ძალიან საწყენია, როცა შენს გარშემო ადამიანებმა არ იციან ისეთი შესანიშნავი მუსიკოსის არსებობის შესახებ, როგორიც კონან გრეია. მისი სიმღერები თავისებური სევდით, მელანქოლიურობით, ბრაზითა და ცინიზმით გამოირჩევა. მისი ფრაზა: "(It's astronomy) we're two worlds apart''.. ტვინში ჩაგრჩებათ, თავისი, რითმისა და სევდის გამო..

image

3.Stromae - Formidable

მართალია, მოცემული მუსიკალური ნაწარმოები სხვა მუსიკალურ ნაწარმოებებთან, შედარებით, ბევრად ცნობილია, თუმცა იგი თავისი უნიკალურობის გამო კიდევ უფრო მეტ, მილიარდობით, ნახვასაც კი იმსახურებს. თანაც, რა ჯობია, საღამოს ცხელი ყავის ჭიქით ხელში, აივანზე გასვლისას, ფრანგული სევდიანი სიმღერის მოსმენას.

image

4. Cafe Tacvba - Eres

უნდა ვაღიარო, რომ ეს სიმღერა, სქროლვისას, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. თუმცა, ამ სიმღერის მელოდიურობამ, ლამაზმა და ამავდროულად, სევდიანმა ისტორიამ ერთიანად მომაჯადოვა. თანაც, ესპანურენოვანი სიმღერების მსგავსი, განსაკუთრებული, სილამაზე, სხვა, არცერთი ქვეყნის მუსიკალურ ნაწარმოებს არ გააჩნია.

image

5.Zoé – Poli

კიდევ ერთი ულამაზესი ესპანურენოვანი სიმღერა, თავისი ნაღვლიანი და დამაფიქრებელი ისტორიით, როგორც ვიდეოკლიპშია ასახული. მოკლედ, ესპანურენოვან სიმღერებს, მაინც, თავისებური სევდა დაჰყვება თან და სწორედ, ეს ფაქტორი ხდის მათ მუსიაკლურ ნაწარმოებებს ასეთ დაუვიწყარსა და განუმეორებელს.

image

დიდი სიყვარულითა

და პატივისცემით,

თქვენი ლიკუნა <3 <3

0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0