x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მსოფლიოში პირველი "ჰოლოგრამის ზოოპარკი", სადაც ვეშაპები ჰაერში დაცურავენ

2023 წლის ივლისში Axiom Holographics-მა გახსნა ინოვაციური საოჯახო ატრაქციონი - გაძლიერებული რეალობის ზოოპარკი - ბრისბენში, ავსტრალიაში. ათობით აქტივობა შეგიძლიათ აირჩიოთ აქ: შეგიძლიათ გაისეირნოთ აფრიკის სავანაში, აღფრთოვანდეთ არქტიკული ცხოველებით, ან დაბრუნდეთ პრეისტორიულ დროში და შეხვდეთ ტირანოზავრ რექსს. აქ ასევე არის 4D ელემენტებიი: ქარი, ტემპერატურა და სურნელიც კი.image

Axiom-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრიუს დელი ამბობს, რომ ჰოლოგრამის ჰაბი არის გართობის მომავალი. მან აირჩია ზოოპარკი თავისი პირველი გასართობი პროექტისთვის, რადგან "ეს ჰგავს ლიცენზირებულ ინტელექტუალურ საკუთრებას, რომლისთვისაც არ იხდით. ბარბი, ტრანსფორმერები და ა. შ. ძვირი ღირს, ხოლო არავის აქვს საავტორო უფლებები ცხოველებზე და დინოზავრებზე."image

Როგორ მუშაობს ეს? Axiom-მა შეიმუშავა დაპატენტებული „სიღრმის“ ტექნოლოგია, რომელიც ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად აღიარა.

ზოოპარკი აპროექტებს ჰოლოგრამებს ლაზერული გამოსხივების გამოყენებით და მნახველები, სპეციალური სათვალეების წყალობით, რომლებიც აკონტროლებენ მათი მზერის პოზიციას და მძლავრ გრაფიკულ მოძრაობას, სურათებს სწორად აღიქვამენ. ეს სულაც არ ჰგავს 3D ფილმს, რომელიც მაყურებლის გადაადგილებისას „ირღვევა“.image

ბრიუსი ამბობს: "თუ მე ვუყურებ მეფე ლომს 3D-ში და ეკრანზე სპილოა, ვერ ავდგები და ვერ შემოვუვლი მას გარშემო, ვერ დაბინახავ მის პატარა კუდს."

და ჰოლოგრამის ზოოპარკში ეს შესაძლებელია.

"წარმოიდგინეთ, რომ დინოზავრმა შეიძლება თავი კედლიდან გამოყოს და გამოვიდეს თქვენს შესაჭმელად. სწორედ მაშინ ამბობენ, "ოჰო, ეს იმაზე მაგარია, ვიდრე მე მეგონა".

„ჰოლოგრამებს თავისი შეზღუდვები აქვს. თუ გინდა, რომ სათვალის გარეშე შეხედოთ, გამოსახულება ფეხსაცმლის ყუთზე დიდი არ იქნება“.image
ბრიუსი ვარაუდობს, რომ პატარა ჰოლოგრამები ჩვენი მომავლის ნაწილი იქნება. მაგალითად, სწრაფი კვების რესტორნებში ჩვენ შევძლებთ დავინახოთ ჩვენს თავზე მოფარფატე კერძები, რათა არჩევანის გაკეთება გაგვიადვილდეს.image
"ბევრი ზოოპარკი ნამდვილად ცდილობს გარეული ცხოველების შენარჩუნებას. და მე მომწონს ხალხის ნამდვილ ცხოველებთან ურთიერთობის იდეა. მაგრამ ზოოპარკში დინოზავრებს ვერ ნახავთ. არცერთ აკვარიუმში არ არის ლურჯი ვეშაპი. ზოოპარკში სპილოები არ დაგესხმიან თავს. ჩვენ უფრო კრეატიულები ვართ." .image

ზოოპარკი განკუთვნილია ყველა ასაკის ვიზიტორებისთვის.

"ბავშვებს უბრალოდ უყვართ ეს. უნდა ნახოთ როგორ უყურებენ ბავშვები პინგვინებს. ისინი ხელს უჭერენ და ეხებიან მათ. ან ჩვილი დინოზავრები როგორ იჩეკებიან... და ბავშვები თამაშობენ პატარა ბრონტოზავრებთან."image


ტექნოლოგია წარმოუდგენლად პოპულარული აღმოჩნდა. გარდა კონტრაქტებისა Airbus-თან და ამერიკულ კორპორაცია Honeywell-თან, ასევე სიდნეის მუზეუმში გამოფენის გარდა, Axiom ახლახან თანამშრომლობდა ბილ გეითსთან. კომპანიამ დააპროექტა ჰოლოგრამული აკვარიუმის ოთახი მისი ძვირადღირებული Four Seasons სასტუმროსთვის მალდივებში, რათა სტუმრებს შეეძლოთ "ცურვა" თევზებთან ერთად.


0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0