საზოგადოება ლევან სანიკიძე: "..ბახტრიონელი ყიზილბაშები ალავერდს გარბოდნენ, ალავერდელები ბახტრიონს..." 1 თებერვალი, 13:11 "1659 წლის ნაშუაღამევი. ბახტრიონი. მოიერიშე რაზმს მიუძღვის ზეზვა გაფრინდაული. ციხის ალაყაფს დაეტაკნენ. გუშაგები ჩახოცეს. მომაკვდავის ბღავილმა ფეხზე წამოაგდო ყიზილბაშთა ბანაკი. მაინც დაასწრო გაფრინდაულმა კარის გაღება. ციხეში ნიაღვრად შეაგდეს ქსანელთა და არაგველთა ჯარები შალვამ, ელიზბარმა და ზურაბმა. ყიზილბაშთა უმრავლესობა დაეცა მათივე სისხლით ატალახებულ მიწაზე. ერთმა ნაწილმა მოახერხა გახწევა. ალავერდის ციხეში გარბოდნენ და კი არ იცოდნენ რომ ალავერდშიც ის "ჯოჯოხეთი" დატრიალებულიყო, რაც ბახტრიონში. ბიძინა ჩოლოყაშვილს და კახელობას ალავერდი უკვე აეღოთ, ირანული ციხიონი სანახევროდ ამოეწყვიტათ, დანარჩენი კი ბახტრიონის ციხისკენ მირბოდა თავშესაფრად.
საოცარი სახილველი იყო: ბახტრიონელი ყიზილბაშები ალავერდს გარბოდნენ, ალავერდელები ბახტრიონს. შუა გზაზე ერთმანეთს შეასკდნენ ორი ციხის ყიზილბაშობა. ორივე მხრიდან წამოეწივნენ ქართველები. ისე ამოწყვიტეს რომ ცოცხლად ერთი მოამბეც არ გამოუშვიათ. იმ დღიდან იმ ადგილს ხალხმა დაარქვა "გაწყვეტილა". გაწყვეტილადან ქართველები ყიზილბაშთა დასახლებას მოედნენ და დედა წულიანად გაჟლიტეს ყველა, ვისაც წილი ედო ქართული ოჯახის დაქცევაში, კახური ვაზის გაჩეხვაში, კახური სალოცავი მიწისა და წყლის შებილწვაში." ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები
78 შეფასება არ არის
|