სხვა სიგიჟეები, რომლებსაც ძველი ბერძნები სჩადიოდნენ 27 თებერვალი, 14:27 სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს და ა.შ.
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი რამ გადაშენდა და მათ შესახებ რაიმე მითებით ან მხოლოდ ლეგენდების საშუალებით თუ ვიცით. ძველი ბერძნების მემკვიდრეობამ უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. ეს ეხება ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს: მედიცინიდან დაწყებული, ხელოვნებით დამთავრებული. ამასთან, ძველ საბერძნეთში ასევე იყნებედნენ ზოგიერთ გიჟურ ჩვევას, რომლის დაჯერება დღეს ბევრ თქვენგანს გაუძნელდება. სიგიჟეები, რომლებსაც ძველი ბერძნები სჩადიოდნენუცნაური ძველი ბერძნული მედიცინა - საიდუმლო არ არის, რომ "მედიცინის მამა" ჰიპოკრატე პრაქტიკისთვის იეყენებდა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს. ზოგიერთი დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც მან გამოიყენა, მსოფლიო მედიცინისთვის, ნამდვილი აღმოჩენა გახდა. დიაგნოზის დასადგენად, ჰიპოკრატე ძალიან ხშირად იღებდა პაციენტის შარდისა და ყურიდან გოგირდის ნიმუშებს და გემოს უსინჯავდა მათ. ცემინება, როგორც კონტრაცეფციის მთავარი მეთოდი - ძველი ბერძნები იყენებდნენ კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს, მაგრამ ალბათ ყველაზე უცნაური მათ შორის იყო ცემინება. Დიახ, დიახ! ცემინება... ქალი, სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ უნდა ამდგარიყო და დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო ცემინება, რაც შეიძლება ბევრჯერ და ძლიერად. იყენებდა თუ არა ცემინებისთვის რაიმე ნივთიერებას, ამაზე, წყაროში ცნობილი არ არის. ეფესელი მკურნალი სორანის თქმით, ეს იყო ყველაზე ეფექტური გზა არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. კანის გათეთრება - ძველ საბერძნეთში ტენდენციური იყო კანის ძალიან თეთრი ფერი. ამიტომ, ისინი იყენებდნენ ძალიან ბევრ და სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის ტოქსიკურს, რამაც არაერთის როგორც მოწამვლა, ასევე სიკვდილი გამოიწვია. "ძვირფასი" ოფლი - თანამედროვე საზოგადოებაში, ჩვენი სხეულის არასასიამოვნო სუნი არის სიბინძურის, მოუვლელობის, ჰიგიენის ნორმების არ დაცვის ნიშანი და ასეთს საზოგადოება გაურბის. მაგრამ, ძველ საბერძნეთში ყველაფერი პირიქით იყო - ქალებს ძალიან მოწონდათ მამაკაცის ოფლის სუნი, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ის მამაცი, ძლიერი და კაცური იყო. 689 4-ს მოსწონს
|