x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე თამამი სცენები საბჭოთა კინემატოგრაფის ისტორიაში

image


საბჭოთა კინემატოგრაფი ყოველთვის განსაკუთრებული თავშეკავებით გამოირჩეოდა: არანაირი ეროტიკა და, მით უფრო გარყვნილება იმ პერიოდის ნამუშევრებში არ იყო, თუმცა რეჟისორებს და ოპერატორებს ზოგჯერ მაინც შეჰქონდათ პიკანტური სცენები კადრებში, რაც აშკარად მიუთითებდა იმაზე რომ შიშველი სილამაზის ფასი საბჭოთა კინოშიც იცოდნენ. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე გაგახსენოთ საბჭოთა კინოს ის ყველაზე "ცხელი" და თამამი სცენები, რომლებმაც გულგრილი ვერც ერთი საბჭოთა მაყურებელი ვერ დატოვა.




"ანდრია რუბლიოვი"


image


ანდრეი ტარკოვსკის ისტორიულ კინოდრამაში "ანდრია რუბლიოვი" ივან კუპალას დღესასწაულზე დროსტარების ერთი სცენაა, სადაც ადამიანები სამოსის გარეშე წარმართულ რიტუალს ასრულებენ, ცოტა მოგვიანებით კი ერთ-ერთი გოგონა ბერის შეცდენას ცდილობს. ფილმი გაქირავებაში ამ ფორმით არ გამოსულა, ტარკოვსკის ეს ეპიკური, ისტორიულ-ბიოგრაფიული ნამუშევარი თავიდან გადამონტაჟდა და ქრონომეტრაჟშიც შემცირდა. ავტორებმა ყველაფერი ამოჭრეს, რაც "ნებადართულობის" ზღვარს სცდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდა სურათი უკვე დიდ ეკრანებზე.




"განთიადი კი აქ მშვიდია"


image


აბანოს ცნობილი ეპიზოდი დღესაც კი საბჭოთა რეჟისორების მიერ გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო სცენად რჩება. აღნიშნული კადრი, მიუხედავად მისი სითამამისა, აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ ვულგარულობას. ფილმში თქვენ ვერანაირ მინიშნებას ვერ იპოვით ინტიმურობაზე. ახალგაზრდა და ლამაზი ქალის სხეულები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომის ფონზე მოწოდებულია მარტივად, ბუნებრივად და სუფთად.






"ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"


image


მოლდოველი რეჟისორის, ემილ ლოტიანუს 1975 წელს მაქსიმ გორკის რომანის "მაკარ-ჩუდრას" მოტივებზე გადაღებულ ფილმში "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება" ერთ - ერთ კადრში სვეტლანა ტომას გმირი რადა სველ ტანსაცმელს წელს ზემოთ იხდის და ლოიკო ზობარს მიმართავს: "ასე ნუ მიყურებ, ზობარ, ნუ მიყურებ. თავბრუ მესხმის".




"ეკიპაჟი"


image


ფილმ "ეკიპაჟის" პირველი ნაწილი - მსუბუქი მელოდრამაა, რომელიც მეორისგან, სადაც მთავარი მოქმედება ვითარდება რადიკალურად განსხვავდება. ლეონიდ ფილატოვისა და ალექსანდრა იაკოვლევას გმირების პირადი ურთიერთობების აღწერაში ასევე ფიგურირებს საწოლის სცენაც. ცენზურამ ამ ეპიზოდის შემოკლება მოითხოვა, თუმცა შეკვეცილ ვარიანტშიც კი აღნიშნული ეპიზოდი იმ პერიოდისთვის საკმაოდ თამამი გამოვიდა.






"ბრილიანტის ხელი"



image


1969 წელს საბჭოთა ხალხი გაოგნებული იყო სასტუმროში სვეტლანა სვეტლიჩნაიას სცენით კომედიაში "ბრილიანტის ხელი". ცენზურას შიშველი მსახიობის ეპიზოდი მის ცნობილ ფრაზასთან ერთად "მე არ ვარ დამნაშავე! ის თვითონ მოვიდა!" ფილმიდან ამოღება სურდა, თუმცა რეჟისორომა კადრების გადარჩენა რთულად, თუმცა მაინც შეძლო.



"პატარა ვერა"


image


"პერესტროიკის" წლებში საბჭოთა კინემატოგრაფმა ერთგვარი სექს-რევოლუცია გადაიტანა, რის შედეგად ფილმებიც გახდა ბევრად უფრო თამამი, და გარკვეულწილად ვულგარულიც კი. იმ პერიოდის ერთ-ერთ საკულტო ფილმში "პატარა ვერა" ნატალია ნეგოდათი მთავარ როლში რუსულ პრაქტიკაში პირველად სქესობრივი აქტი იქნა ნაჩვენები.





"ინტერგოგონა"


image


სექს- მუშაკების შესახებ გადაღებული ფილმი მომსახურების სცენების გარეშე, საბჭოთა კინოშიც კი სასაცილო იქნებოდა. რაღაც ხრიკის მოფიქრება იყო საჭირო რადგან მთავარმა გმირმა ელენა იაკოვლევამ გაშიშვლებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მეძავის სცენა იაპონელთან საერთოდ კლიენტის გარეშეა გადაღებული. რეჟისორი პეტრე ტოდოროვსკი იაკოვლევას ფეხებზე ექაჩებოდა, სანამ თანაშემწეები საწოლს არხევდნენ. აი, ასეთი უცნაური ფორმით იქნა გადაღებული ფილმში ცნობილი ინტიმური სცენა...






"მუშკეტერები ოცი წლის შემდეგ"


image


ერთხელაც საბჭოთა კინოში დადგა მომენტი, როცა მაყურებელს შიშველი მკერდით უკვე ვეღარ გააკვირვებდი. იმ ეპოქის მაყურებლისთვის კი უფრო გასაკვირი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ თამამ სცენაში უკვე შუახნის მიხაილ ბოიარსკისთან ერთად 24 წლის ლამაზმანმა კატია სტრიჟენოვამ ითამაშა.







0
133
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
133