x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
5 ყველაზე ცნობილი მოღალატე ისტორიაში

image


მსოფლიო ისტორიაში შეიძლება მოიძებნოს უამრავი გმირი, რომელთაც მათი იდეალებისთვის და ჩადენილი გმირობებისთვის დღემდე ადიდებენ და დითირამბებს უმღერიან, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ იმ მოღალატეების შესახებაც, რომელთა ისტორიებიც არანაკლებ საინტერესოა. დღეს, სწორედ ასეთი 5 ყველაზე ცნობილი მოღალატის შესახებ მოგიყვებით.






1. იუდა


image


პირველ "საპატიო" ადგილს რაღა თქმა უნდა, იესოს თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი, იუდა იკავებს. როგორც ცნობილია ისკარიოტელმა იესო 30 ვერცხლად გაყიდა, მაგრამ როდესაც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მოღალატემ ჩადენილი დანაშაული მოინანია და ფულის უკან დაბრუნება სცადა, თუმცა როგორც ამბობენ, სიტყვა ბეღურა არ არის - გაფრინდება და ვერ დაიჭერ.... ტაძარში მონეტების გადაყრის შემდეგ იუდამ თავი ჩამოიხრჩო.






2. მარკუს იუნიუს ბრუტუს კეპიონი


image


პოპულარობის მიხედვით მეორე მოღალატე - ბრუტუსია, რომელიც იმ შეთქმულების მოთავე გახლდათ, რომლის დროსაც მან კეისარი დანით დაჭრა. ლეგენდის თანახმად, ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იულიუს კეისარი მკვლელებს წინააღმდეგობას მთელი ძალით უწევდა, მაგრამ როდესაც საკუთარი მეგობარი ხანჯლით ხელში დაინახა გაოცებულმა წამოიძახა: "და შეენც, ბრუტუს?" - და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა. ამის შემდეგ ბრუტუსმა რომი დატოვა და კასიუსთან ერთად სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკელების ბრძოლას მეორე ტრიუმვირატის (ანტონიუსი, ოქტავიანე, ლეპიდუსი) წინააღმდეგ, დაეუფლა საბერძნეთს, მაკედონიას, მცირე აზიასა და სირიას. ფილიპის ბრძოლაში (ძვ. წ. 42) დამარცხების შემდეგ მარკუს ბრუტუსმა თავი მოიკლა.



3. ივან მაზეპა


image


მაზეპა სოფია ალექსის ასულისა და მისი ფავორიტის, ვასილი გალიცინის კარზე მრჩეველი გახლდათ. პეტრეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი მაზეპა მისი ახლო მეგობარი გახდა და თავისი მსახურებით იმპერატორის სრული ნდობაც დაიმსახურა. იმ დროისთვის შვედეთის მეფე კარლ XII რუსეთის იმპერიაზე თავდასხმა დაგეგმა, მაზეპამ კი გაურკვეველი მიზეზის გამო, გადაწყვიტა მას ამ საკითხში დახმარებოდა. ავადმყოფობის მომიზეზებით მან საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და კარლთან გაემგზავრა, რომელიც მაზეპას უკრაინის პრინცად დანიშვნას დაჰპირდა. ფინალი კი ყველამ ვიცით: შვედები პოლტავას მახლობლად დამარცხდნენ, აი, რაც შეეხება მაზეპას კი, ის ქალაქ ბენდერში გაიქცა, სადაც მალევე გარდაიცვალა კიდეც, ივან მაზეპა დიდი პომპეზურობით გალაცში დაკრძალეს.




4. ფრიდრიხ პაულუსი


image


ცნობილი გერმანელი სამხედრო მოღვაწე და "ვერმახტის" გენერალ-ფელდმარშალი ფრიდრიხ პაულუსი მეექვსე არმიის შტაბის უფროსი გახლდათ და აღმოსავლეთ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა, რისთვისაც ის ჰიტლერმა რაინდის ჯვრით დააჯილდოვა, თუმცა სტალინგრადთან გამარჯვებისა და მისი არმიის ალყაში მოქცევის შემდეგ პაულუსმა ჰიტლერს კაპიტულაციის ან დახმარების გაგზავნის ნებართვა სთხოვა, თუმცა დახმარების ნაცვლად მან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო რომ გერმანელი ოფიცრები ტყვეობაში არ ვარდებიან-რაც სიტყვასიტყვით თვითმკვლელობას ნიშნავდა. პაულუსს კი სიკვდილი არ სურდა, ამიტომ 1943 წელს მან მტრის ძალებს დანებების თხოვნით მიმართა.





5. ოლდრიჩ ეიმსი


image


1985 წელს "ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს" ხელმძღვანელი ოლდრიჩ ეიმსი სსრკ-ას მხარეს გადავიდა. დღემდე უცნობია რეალურად რა გახდა მიზეზი მისი ასეთი გადაწყვეტილების - მუქარა თუ ფული. ფაქტია რომ ორმაგი აგენტობის დროს, ეიმსმა "CIA"-ს 12-დან 15-მდე აგენტი ამხილა, რომლებიც კგბ-ში მუშაობდნენ, თუმცა 1994 წელს ის დააპატიმრეს და მთელს მის "გამომუშავებულ" ქონებას - რამდენიმე მანქანას, ბინას და ვაშინგტონში მდებარე ფეშენებელურ სასახლეს კონფისკაცია გაუკეთეს. სხვათა შორის, ოლდრიჩ ეიმსი სასჯელს მკაცრი რეჟიმის ციხეში დღემდე იხდის.






0
692
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
692