x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ანა დელო რუსო-" მოდური მანიაკი"
მოდური მანიაკი №1 და იაპონური Vogue-ის კრეატიული დირექტორი -ანა დელო რუსო-უკვე დიდი ხანია მრავალი ქალბატონისთვის გადაიქცა სტილის ხატებად.

ჟურნალის დირექტორობასთან ერთად ანა ასწრებს სუნამოების, მაისურების გამოშვებას, მოდური ჩვენებების ორგანიზებას და პუბლიკის გაოცებას თავისი განუმეორებელი სამოსით.

image


"მე არ მინდა ძალიან მაგრად გამოვიყურებოდე, მსურს მოდურად მეცვას"-ასეთია ანა დელო რუსოს ცხოვრების დევიზი


image
50 წელს გადაცილებული ანა კვლავ აოცებს თაყვანისმცემლებს და კოლეგებს უჩვეულო სამოსით. ის ერთიდაიგივე ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ორჯერ არ იცმევს. მისი ნებისმიერი ჩაცმულობა ექსკლუზიურია და კონკრეტული ღონისძიებისთვის არის შერჩეული.

image
image
image
ანას აქვს ოროთახიანი აპარტამენტი, რომელშიც ინახება მისი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კოლექცია, რომელიც უკვე 4000-ზე

მეტ ექსპონატს მოიცავს.
ოდესმე ჩემი კოლექციის მიხედვით ისტორიკოსები შეისწავლიან მოდის განვითარებას ჩემი დაბადების დღიდან-ღიმილით ამბობს ანა თავის ინტერვიუში. ეს საინტერესო ფაქტი კი განიხილება ბევრ ინტერნეტ-ბლოგში. სწორედ ინტერნეტს უნდა უმადლოდეს ანა თავის პოპულარობას.

image

image

ანას მეგობარი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სკოტ შუმანი ბლოგში ქუჩის მოდის შესახებ -www.thesartorialist.com- ხშირად ათავსებდა ანას ფოტოებს და მას მოიხსენებდა როგორც ესთეტიკური და კაშკაშა იერსახეების ოსტატს. ხელმომწერებმა დააფასეს დელო რუსოს სტილი და უფრო მეტად დაინტერესდნენ მისი პიროვნებით. ამგვარად დაიბადა ანას დიდება

image

image
image
image
დღესდღეობით ანა დელო რუსოს აქვს საკუთარი ბლოგი www.annadellorusso.com, სადაც ათავსებს საინტერესო მასალას მოდას და სტილის შესახებ. მისი ბლოგი გადაწყვეტილია შავ-თეთრ ფერებში მრავალრიცხოვანი ოქროსფერი ჩანართებით-ყველაფერი ანას სტილშია შექმნილი. ის ამართლებს თავის მეტსახელს-მოდის სამყაროს ლედი გაგა.
ანა დელო რუსომ გამოუშვა საკუთარი სუნამო «Beyond. The Scent of Anna Dello Russo». მისი არომატი ისევე გაჟღენთილია ეპატაჟურობით და ექსცენტრულობით, როგორც მისი შემქმნელი. სუნამოს სარეკლამო რგოლში კი ანამ თავად მიიღო მონაწილეობა, სუნამოს ფლაკონი კი ოქროსფერი ფეხსაცმლის ფორმისაა.

image

ასევე აღსანიშნავია ანას აქსესუარების კოლექცია, რომელიც H&M-თვის შეიქმნა. კოლექციაში შედის ოქროსფერი ფეხსაცმელი, სამაჯურები, "კლატჩები", მზის სათვალეები, ყოველდღიური და სამგზავრო ჩანთები. მთელი კოლექცია შესრულებულია ოქროსფერის და ფირუზისფერი ქვების შეთავსებით.


1
540
6-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
540
  
0 1 1