არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც სელებრითები სრულყოფილი ფორმების შესანარჩუნებლად სპორტ დარბაზებში დილიდან საღამომდე ქანცგაწვეტამდე ვარჯიშობენ, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი იმისგან რადიკალურად განსხვავდება, რაშიც ტაბლოიდური გამოცემები ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ. მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებს შორის არიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც რიგითი მოკვდვების მსგავსად სპორტული ცხოვრება დიდად არ ხიბლავთ და ერთადერთი რასაც ისინი სისტემატურად აკეთებენ არის ის, რომ თავიანთ ღირსებებს სხვადასხვა საშუალებით ხაზს უსვამენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მათ შეუძლიათ მოდუნდნენ და იყვნენ უბრალოდ წარმატებული და მომხიბვლელი ქალები, თუნდაც საკმაოდ არასპორტული.