მოვლენები "როგორ დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის" - თბილისში 19 წლის მოდელი გარდაიცვალა 29 იანვარი, 18:29
თბილისში, 19 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა. ელენე Re Belle Studio-ს მოდელი იყო. როგორც მოდელის ახლობლები ამბობენ, გოგონას გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, ის სრულიად ჯამრთელი იყო.
„19 წლის იყო, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. საშინელებაა. როგორ უნდა დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის“ - წერს ბლოგერი ნინო ადამაშვილი. „მეგობარო, ვერ გემშვიდობები. მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები, როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით, მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო. შენი ხმა გონებაში მიტრიალებს და წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს“, – წერს თამარ სოხაშვილი. „ახალგაზრდა გოგოს სიკვდილზე გავიგე, რომ გამიცინებდა ხოლმე, ისეთი ნაპერწკალი ჰქონდა, მეგონა სულ იცოცხლებდა. არ ვიცნობდი - ჩვენს აქციებზე ვხედავდი ხოლმე სულ, გასართობ ადგილებშიც მხვდებოდა. ძალიან განვიცდი - მიხაროდა რომ დავინახავდი, ენერგიას მაძლევდა მისი ხასიათი. ფრთხილად იყავით ბავშვებო - ნუ აკლდებით და გვიუშნოვებთ ცხოვრებას“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი 307 3-ს მოსწონს
|