x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მანიაკის უკანასკნელი მსხვერპლის ვინაობა დადგინდა
image

გარი რიჯვეი იგივე მკვლელი გრინ-რივერიდან ითვლება მეორე ყველაზე დადასტურებულ მანიაკად შეერთებულ შტატებში სამუელ ლიტლის შემდეგ. 49 ქალს მასთან შეხვერდა სიცოცხლის ფასად დაუჯდა.


ბევრი მათგანი ათწლეულების განმავლობაში პოლიციის დოკუმენტებში მხოლოდ რიგით ნომრად აღირიცხებოდა, ახლახან კი დადგინდა მანიაკის ბოლო მსხვერპლის ვინაობა.


ტემი ლაილზი (Tammie Liles) იყო უკანასკნელი ამოუცნობი მსხვერპლი.



22 იანვარს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენეტიკური გენეალოგიის ექსპერტებმა წერტილი დაუსვეს მანიაკის გარი რიჯვეის მსხვერპლთა იდენტიფიკაციას. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ნაშთები, რომლის ადგილმდებარეობაც დამნაშავემ 2003 წელს სამართალდამცავებს აჩვენა, ეკუთვნის ტემი ლაილზს.

image

16 წლის გოგონა 1983 წელს გაიქცა სახლიდან და ქალაქ სიეტლში (შტატი ვასინგტონი) მეძავად დაიწყო მუშაობა . ოჯახს მისი ბედი დიდად არ აინტერესებდა და დაკარგულის შესახებ განცხადება მხოლოდ 1988 წელს შეიტანეს. იმ დროისთვის ნათესავებს რამდენიმე წელი არ ჰქონდა ურთიერთობა ლაილზთან და საბოლოოდ გადაწყვიტეს გაერკვიათ სად იყო იგი. უკვე გვიანი იყო - გოგონა 1983 წლის 9 ივნისის შემდეგ აღარავის უნახავს.


ის ფაქტი, რომ ლაილზი აღარ იყო ცოცხალი, ცნობილი გახდა 1980-იანი წლების ბოლოს. მისი თავის ქალა და რამდენიმე ძვალი აღმოაჩინეს 1985 წელს, ხოლო ამოიცნეს კბილებით 1988 წელს, მაგრამ დანარჩენი ჩონჩხი დაკარგული იყო.

image

2003 წელს რიჯვეიმ პოლიციას აჩვენა, სადაც კიდევ რამდენიმე ქალის ნეშტი ეგდო. ახლა უკვე დანამდვილებით დადგინდა, რომ ლიილზიც ერთ-ერთი მათგანი იყო. მკვლელს არ აინტერესებდა მათი სახელები და არ ახსოვდა მათი სახეები.


1982-1998 წლებში გრინ-რივერი, იგივე The Green River Killer, ვაშინგტონის შტატში სექსმუშაკებსა და სხვა დაუცველ ქალებზე ნადირობდა. მან მინიმუმ 49 ქალი მოკლა, კაცი ამაყობდა ქალების დახრჩობის უნარით და გარდაცვლილ მსხვერპლზე ნეკროფილიასაც კი ახორციელებდა.


2001 წელს გერი რივერი ოთხი ქალის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. მოგვიანებით კი მისი დნმ-ით დადასტურდა, რომ მკვლელობებში დამნაშავე სწორედ ის გახლდათ. მისი მკვლელობები 30 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში კი კაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე ცოლი ჯუდიტ მოუსონი, რომელიც რივერისთან ქორწინებაში 17 წელი იმყოფებოდა, მას სრულყოფილ ქმრად ახასიათებდა. გერიმ კი აღიარა, რომ მას მოუსონის მოკვლაც სურდა, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ამ შემთხვევაში მისი დაჭერის შანსები საგრძნობლად გაიზრდებოდა.


მიუხედავად ყველაფრისა, რიჯვეი ამტკიცებდა, რომ მას ცოლი ძალიან უყვარდა. მისი მკვლელობების მაჩვენებელი მას სწორედ მას შემდეგ შემცირდა, რაც კაცმა ჯუდიტი ცოლად შეირთო.

0
231
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0