x
საუკეთესო ცხოვრებისეული გაკვეთილები, "დაკარგულებიდან"

"დაკარგულები'' ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, რაც კი ოდესმე, სატელევიზიო სივრცეში, შექმნილა. ამასთანავე, იგი არაერთ ცხოვრებისეულ გაკვეთილს გვასწავლის და ცხოვრების, მცირეულ, დეტალების დაფასებას გვაჩვევს. რამდენიმე მათგანს კი, ჩემს დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ.


1. თუ ერთად არ ვიცხოვრებთ, ცალკე მოვკვდებით.


როცა საიდი შენონზე ამბობს: "რეალურ ცხოვრებაში, რომ გაგვეცნო ერთმანეთი იგი ზედ არც კი შემომხედავდა, გამარჯობასაც კი არ მეტყოდა''-ო, რაც ძალზე, რეალური ფრაზაა და მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები ერთმანეთს ზედაპირულად უყურებენ და არც კი აფასებენ. ისინი, მხოლოდ, უბედურების დროს უდგანან ერთმანეთს გვერდში, რაც უნდა შეიცვალოს, რადგან ადამიანების თანადგომა, არა მხოლოდ, უბედურ მომენტებში, არამედ ბედნიერ მომენტებშიც, სასიცოცხლოდ, მნიშვნელოვანია.


imageimage


2. მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები, ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული.


"დაკარგულები''-ს ყველაზე დიდი ხიბლი, სწორედ, პერსონაჟების ურთიერთდაკავშირებულობაში იყო. ყველა პერსონაჟი პირდაპირ თუ არაპირდაპირ იცნობდა ერთმანეთს, ან ერთმანეთთან მათ ერთი სამეგობრო წრე, მაინც, აკავშირებდათ. რაც ცხოვრებაშიც, ხშირად, ასე ხდება, ხოლმე.

imageimage

3. ბედი თავისუფალი ნების წინააღმდეგ.


ბედი და თავისუფალი ნება ერთმანეთს "დაკარგულებში'' არაერთხელ დაუპირისპირდა. ამასთან დაკავშირებით, გამახსენდა, ჯონისა და ჯეკის ერთი ფრაზა: "რატომ გწამს ასე მარტივად? და შენ? შენ რატომ გიჭირს, რაიმეს, დაჯერება?''.. მოკლედ, როგორც დაკარგულებმა გვამცნო, თავისუფალი ნებაც კი ბედისწერასთან მიგვიყვანს.. ასე, რომ ჯობია საკუთარ ბედს მივენდოთ.

image

image
imageimage


4. რაც დაკარგე გაუშვი, თუ საჭიროა იგი, მაინც, დაგიბრუნდება.


პენი და დესმონდი, ამის კარგი მაგალითია "8 წლის განმავლობაში ვერ დაგირეკავ''.. ერთმანეთის გაშვება ამ პერსონაჟებს თავიდანვე არ სურდათ, მაგრამ მოუწიათ.. თუმცა, საბოლოო ჯამში, რა მოხდა? ისინი ერთმანეთს, მაინც, დაუბრუნდნენ..

imageimage

5. იკითხე მეტი


სოიერის წარმოდგენა თავისი წიგნებს გარეშე წარმოუდგენელია. "დაკარგულებმა'' დოსტოევსკის, ტოლსტოის, კინგის, ორველის, გოლდენის, დიკენსის, ლის, ტვენის, ჰოუკინგისა და სხვა არაერთი შესანიშნავი ავტორის დიდებულებას გაუსვა ხაზი. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ დიკენსის "ჩვენი საუკეთესო მეგობარი'', სწორედ, ის წიგნი იყო, რომელიც დესმონდს სურდა, რომ სიკვდილის წინ წაეკითხა.

image

image

6. და ბოლოს, დააფასეთ ყოველი წუთი და ხალხი თქვენს გარშემო.


"დაკარგულები''-ს მთავარი მესიჯი, სწორედ ის იყო, რომ ამქვეყნად ერთმანეთზე მეტად არაფერი არ უნდა დავაფასოთ და არა მხოლოდ, იმქვეყნად, არამედ ამქვეყნადვე ყოფნისას, გავაცნობიეროთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები და ყოველგვარად, ვეცადოთ მათ გამოსწორებას. ერთად გატარებულიწუთები კი ისაა, რაც სამუდამოდ ჩვენს გონებაში დარჩება და საბოლოოდ, თან გაგვყვება.

imageimage
დიდი სიყვარულითა

და პატივისცემით,

თქვენი ლიკა <3 <3

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0