x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გენიალური შიზოფრენიკები, რომლებმაც ჩვენი სამყარო შეცვალეს

image


ათასიდან ხუთი ადამიანი შიზოფრენიით არის დაავადებული. ეს ფსიქიკური დაავადება თანაბრად ხშირია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, ხოლო შიზოფრენიის მსგავსი სიმპტომების პირველი აღწერილობა გვხვდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-17 საუკუნის ებერსის ძველი ეგვიპტური პაპირუსის ნაწილში - "გულების წიგნში". გაინტერესებთ გენიალურ ადამიანთაგან ვინ იყო დაავადებული ამ საშინელი ფსიქიკური აშლილობით? დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ცნობილი პიროვნებების შესახებ მოგიყვებით, ვინც შიზოფრენიით იტანჯებოდა.





ფილიპ კინდრედ დიკი


image


ითვლება, რომ შიზოფრენიის მსუბუქი ფორმა ჰქონდა მწერალ ფილიპ კინდრედ დიკს, რომელიც ცნობილი გახდა თავისი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანებით "ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?" (სწორედ მის მიხედვით გადაიღო რეჟისორმა რიდლკი სკოტმა თავისი საკულტო სამეცნიერო ფატნასტიკური ფილმი "სამართებელზე მორბენალი") და "მეხსიერების სიღრმიდან" (ცნობისთვის, ფილიპ დიკის ზემოაღნიშნული რომანი დაედო საფუძვლად რეჟისორ პოლ ვერჰოვენის მიერ 1990 წელს გადაღებულ ფანტასტიკურ საბრძოლო ფილმს "ყველაფრის გახსენებას"). ზოგის აზრით, სწორედ ავადმყოფობა დაეხმარა ავტორს რომანებისთვის ასეთი სიუჟეტების მოფიქრებაში.




ვინსენტ ვან გოგი


image


ითვლება, რომ ჰოლანდიელმა პოსტიმპრესიონისტმა მხატვარმა თავისი ნახატების უმეტესი ნაწილი იმ დროს შექმნა, როდესაც შიზოფრენიული შეტევების გახშირებისგან იტანჯებოდა. ამ დროს ის რამდენიმე ნახატსაც კი ქმნიდა და შეეძლო დღეები ისე გადაება რომ საერთოდაც არ დაეძინა.





ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე


image


მკვლევარები თანხმდებიან, რომ ეს ცნობილი მოქალაქეობის არმქონე ფილოსოფოსი იყო საშინელი დიაგნოზის - "ბირთვული მოზაიკური შიზოფრენიის" მატარებელი. დღეს უკვე ამ დაავადებას აშლილობას უწოდებენ და მის ყველაზე თვალშისაცემ გამოვლინებად - განდიდების მანია ითვლება. სავარაუდოდ, სწორედ შიზოფრენია იქცა XIX საუკუნის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსისთვის ზეადამიანის იდეის ჩამოყალიბების ერთგვარ იმპულსად.





ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი


image


გოგოლის მოღვაწეობისა და ცხოვრების მკვლევარები თვლიან, რომ ის შიზოფრენიით იყო დაავადებული, რასაც თან ფსიქოზისა და კლაუსტროფობიის პერიოდული შეტევებიც ემატებოდა. გოგოლი ხშირად იტანჯებოდა სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციებით. სწორედ მათ საფუძველზე შექმნა მწერალმა თავისი ნაწარმოებების ზოგიერთი გმირი. აპათია და დეპრესია მოულოდნელად ცვლიდა ზეაქტივობისა და შთაგონების პერიოდებს. მწერალი თავის შესახებ ამბობდა, რომ მის სხეულში ორგანოები გადანაცვლებული ან საერთოდაც თავდაყირა იყო განლაგებული.





ისააკ ნიუტონი



image


ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ისააკ ნიუტონი შიზოფრენიით და ბიპოლარული აშლილობით იყო დაავადებული. ის იყო ბრწყინვალე მათემატიკოსი და ფიზიკოსი, თუმცა მასთან ძალიან რთული იყო საუბარი, ვინაიდან განწყობა საათობრივად ეცვლებოდა.




პარვინ ბაბი - ინდოელი მსახიობი


image


ცნობილი ინდოელი მსახიობი, რომელმაც უკვე ოცდაათი წლის ასაკში შიზოფრენიის მკურნალობა დაიწყო, ბოლივუდის ყველაზე გლამურულ მსახიობად ითვლებოდა. ის "ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს", "კგბ"-სა და "მოსადს" იმაში ადანაშაულებდა რომ მათ მისი სიკვდილი სურდათ.





ალექსანდრე სკრიაბინი


image


ალექსანდრე სკრიაბინი საკმაოდ ეჭვიანი და უკიდურესად რელიგიური პიროვნება იყო. ის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თავისი განწყობის უეცარი ცვლილებების გარდა, ასევე გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი შეხედულებებითაც აშინებდა. მისი განუმეორებელი მუსიკის გარდა, ცნობილი კომპიზიტორისა და პიანისტის მიღწევებს განეკუთვნება ისტორიაში პირველად ფერადი მუსიკის გამოყენება და პოპულარიზაცია. ექიმების აზრით, ალექსანდრე სკრიაბინი შიზოფრენიით იყო დაავადებული.





მაია მიაკილა


image


ცნობილი შვედი მხატვარი ასევე შიზოფრენიით იტანჯება, ის პატარა ქალაქ ნორკოპინგში ცხოვრობს. მის ნახატებს მისივე მკურნალი ექიმები დიდი ინტერესით სწავლობენ. მაია მიაკილა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ მხატვრად მიიჩნევა.





ჯონ ფორბს ნეში


image


ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი - ჯონ ფორბს ნეშ - უმცროსი თამაშის თეორიისა და დიფერენციალური გეომეტრიის სფეროში მოღვაწეობდა. ამერიკელი ეკონომისტი და მათემატიკოსი 1994 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა. ნეშის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფილმიც კი არის გადაღებული, სადაც რონ ჰოვარდის ნამუშევარში "ბრწყინვალე გონება" ცნობილი მათემატიკოსის როლს რასელ ქროუ ასახიერებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჯონ ნეშმა შეძლო საკუთარ ავადმყოფობას შეგუებოდა და მისი გამოვლინებების იგნორირებაც ისწავლა, რაც ექიმებმა თავდაპირველად გაუმჯობესებად მიიჩნიეს. მეცნიერი ავტოავარიაში 2015 წლის მაისში გარდაიცვალა.





ბეტი პეიჯი


image


ამერიკელი მოდელი ბეტი პეიჯი გასული საუკუნის 50-იანი წლების სექს-სიმბოლოდ ითვლება. ლამაზმანი ძირითადად ეროტიკის, ფეტიშისა და პინ-აპის ჟანრებში მოღვაწეობდა. ამერიკელი მოდელი 1958 წელს რელიგიით დაინტერესდა და 1959 წელს გაქრისტიანდა კიდეც. მოგვიანებით ის ქრისტიანულ ორგანიზაციებში აქტიურად მუშაობდა. 1979 წელს ექიმებმა სკანდალურად ცნობილ მოდელს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.










0
413
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
413