სხვა ავღანეთში ქართველი მებრძოლო დაიღუპა. 2012, 12 ოქტომბერი, 10:51 როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე -კაპრალი მინდია აბაშიძე დაიღუპა.იგი 1989 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. იგი შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა.იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო.დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო.სამძიმარი გამოთქვეს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდანტმა ირაკლი ალასანიამ. 86 4-ს მოსწონს
|