მოგზაურობა ვიეტნამი, ანუ "სამხრეთში მცხოვრები ტიტულიანი ერი" (15 ფოტო) 21 მარტი, 16:16 ქვეყნის სახელი ორი სიტყვისაგან შედგება: «Việt» — ტიტულიან ერი ნიშნავს, ხოლო «Nam»–ი — სამხრეთს, ანუ ქვეყნის სახელი, როგორც — «სამხ. ვეტები» ითარგმნება. პირველად — «ვიეტნამი», პორტმა ნგუენ ბინ ხიემ, თავის წიგნში — «ჩანგ ჩინის წინასწარმეტყველებაში», XVI საუკუნეში ახსენა. ხოლო, XVI—XVII საუკუნეებში, ის ბაო-ლამის პაგოდაში (ჰაიფონგი) 12 სტელაზე იყო ამოტვიფრული. ვიეტნამი ბუდისტური ქვეყანაა. თუმცა, იქ სხვა რელიგიის მიმდევრებიც არიან. მაგ., ჰანოიში, წმინდა იოსების ტაძარში, ადგილობრივები ყოველწლიურად, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვდებიან. ვიეტნამის ეკონომიკა, განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ ქვეყანას გარკვეული ხიბლი შესძინოს, რაშიც დახმარებას გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობებიც უწყობს... და ეს რომ ასეა, ამაზე ლონგ კოკის ჩაის ბორცვებიც მეტყველებს: ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კი, რომელიც ჰიდრო თვითმფრინავიდან არის გადაღებული, ჰა-ლონგის უბე და მასში მცურავი ტურისტული ნავებია ასახული: სოფლის მეურნეობის გარდა, ქვეყანა ტურისტული მიმართულებითაც ვითარდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ სფეროში, ადგილობრივების ჩართულობას ენიჭება... და ეს უცნაური სათამაშოებიც, რომელიც ქალს მოტოციკლით გადააქვს, სწორედ ტურისტების არის დამზადებული: ამ ქვეყანაში, ღია ცის ქვეშ, სადილის ფოტოს გადასაღებად კი, დიდ ხანს სიარული ნამდვილად არ დაგჭირდებათ: ადგილობრივები ძალიან გახსნილი ადამიანები არიან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაფერს სხვების დასანახად აკეთებენ. მაგ., ამ ფოტოზე ინსტრუქტორია, რომელიც მოსწავლეს, ცეკვის გაკვეთილს, პირდაპირ პარკში უტარებს: ვიეტნამში ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი სკუტერი და მოტოციკლია: და რა თქმა უნდა, ამ ტრანსპორტის სარემონტო და გასაქირავებელი პუნქტების მთელი ქსელი არსებობს: ქუჩის მოვაჭრეები, ფაქტობრივად, ყოველ ნაბიჯზე არიან: «ჩაცმულ–დახურული» ძაღლიც, იშვიათობას არ წარმოადგენს ქვეყნის დედაქალაქისთვის: ჰანოიში თმას, ზოგიერთები პირდაპირ ქუჩაში იჭრის: ქალი ველოსიპედით, ბამბუკით და რატანით დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები მიაქვს გასაყიდად:
ეს ადამიანები კი, გარემოცულნი არიან საკმევლის სხვადასხვა ფერის არომატული ჩხირებით, რომლებიც კონებად აქვთ შეკრული და გასაშრობად მზეზე დააწყვეს: და ეს ყველაფერი, ამ უცნაური და ულამაზესი ქვეყნის დღევანდელობის, მხოლოდ პატარა ნაწილია... არხის სხვა სიახლეები:* ტყე თვითმკვლელობისთვის და სხვა იაპონური უცნაურობა, რაც ჩვენთვის გაუგებარია* 7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან* კილიან მერფი – ყველაზე მოკრძალებული ოსკაროსანი მსახიობი* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?650 2-ს მოსწონს
|