x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
მომღერალი კოსმოსში.

imageცნობილი პოპ და საოპერო მომღერალი სარა ბრაიტმანი კოსმოსური ტურისტი გახდება.განცხადება მან ამის შესახებ მოსკოვში გააკეთა პრესკონფერენციაზე 10 ოქტომბერს.როგორც სარა ბრაიტმანმა განაცხადა, "როსკოსმოსის" და Space Adventures-ს წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს მზადყოფნა, 2013 წლის მსოფლიო ტურნეს შემდეგ მომღერალი სათანადო მომზადებას გაივლის.კოსმოსურ სადგურში იგი 10 დღეს დაჰყოფს სხვა 2 ეკიპაჟის წევრთან ერთად.აგრეთვე სარას ჩაფიქრებული აქვს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეასრულოს ერთ-ერთი თავის სიმღერა.შეგახსენებთ, რომ სარა ბრაიტმანი იქნება მეშვიდე ტურისტი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრება.ეს სიამოვნება მომღერალს საკმაოდ ძვირი დაუჯდება, დაახლოებით 50 მილიონი დოლარი.

1
24
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
24
  
2012, 12 ოქტომბერი, 10:37
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 1