x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მე-4 სართულის აივანზე მდგომი "ჟიგულის" თბილისური ისტორია
image

ალბათ ბევრ თბილისელს(და არათბილისელსაც) პირადად თუ არა, ფოტოთი მაინც აქვს ნანახი დიღმის მასივში ხრუშჩოვკის მე-4 სართულის აივანზე მდგომი "ჟიგული", რომლის ისტორიაც 1991 წელს დაიწყო და მხოლოდ 27 წლის შემდეგ, 2018 წელს დასრულდა.


1991 წელს თბილისის მკვიდრმა რეზო ენუქიძემ ახალთ-ახალი ავტომობილი “ვაზ-2106”, შეიძინა, რომელზეც ოცნებობდა მთელი თავისი სიცოცხლე, მაგრამ მანქანით თბილისის ქუჩებში გასეირნება ვერ შეძლო…

მოგეხსნებათ მაშინდელი პერიოდი, პირველივე ღამეს დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა მანქანა გაძარცვეს: მოხსნეს საბურავები, სარკეები… მოკლედ რაზეც ხელი მიუწვდათ ყველაფერი გამოშიგნეს…




ავტომობილის მფლობელი იმდენად გაბრაზდა, რომ მოიყვანა ამწე და მანქანა თავისივე ბინის აივანზე განათავსა.
მეზობლებს კი განუცხადა: “მანქანა დარჩება აივანზე, სანამ უკეთესი პერიოდი არ დადგება!”


image

მაგრამ შემდგომ სიტუაცია უფრო გაუარესდა, სსრკ იმავე წელს დაიშალა, დადგა უშუქობის, უგაზობის და ომიანობის ხანა, როგორც ჩანს, ავტომობილი იმდენად ძვირფასი იყო მეპატრონესთვის, რომ მან უკეთესი დრო ვეღარ გამონახა მანქანის მიწაზე დასაბრუნებლად.


იგი სათუთად ინახავდა და უვლიდა ავტომობილს თავის აივანზე, რეგულარულად რეცხავდა და ასუფთავებდა. თუმცა, მანქანის აივანზე ყოფნის ხანგრძლივ პერიოდში მას ახალი ბორბლები აღარ შეუძენია.


image

2018 წელს ახალთახალი ცისფერი “ვაზ-2106”, თითქმის ნულოვანი გარბენით მიწაზე დაუშვეს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეზო ენუქიძე ამ პროცესს ვეღარ დაესწრო…იგი 2016 წელს გარდაიცვალა.


ასე დარჩა აუხდენელი ოცნება რეზო ენუქიძეს – გაექროლა თბილისის ქუჩებში საკუთარი “ ჟიგული-ნოლ-შესტით”, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ინახავდა და უვლიდა.

რა ბედი ეწია ამის შემდეგ "ჟიგულს" უცნობია, ამბობენ საბჭოთა კლასიკური მანქანის მოყვარულმა იყიდა საკმაოდ სოლიდურ ფასადო.ასეა თუ ისე, ასე დასრულდა შავბნელი 90-იანი წლების გადმოძახილის ეპოპეა.



ცნობისათვის, "ჟიგული" ვაზ-2106 "საბჭოთა და რუსული მცირე კლასის III ჯგუფის სედანი უკანა წამყვანი ბორბლებით წარმოადგენდა ვაზ 2103-ის მოდერნიზაციას და იწარმოებოდა ვოლჟსკის საავტომობილო ქარხანაში 1976 წლიდან 2001 წლამდე.სულ გამოვიდა 4, 3 მილიონი ცალი.

0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0