x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცელულიტი ვარსკვლავებსაც აქვთ: 5 სელებრითი, რომელთა სხეულიც "ფორთოხლის კანმა" დაფარა
image


ცელულიტი არის პრობლემა, რომელიც განურჩევლად ასაკისა, წონისა თუ ფიზიკური აქტივობისა ბევრ ქალს აწუხებს, მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოთ თუკი ცნობილი ადამიანი ხართ და თქვენი სხეულიც მუდმივად გამადიდებელი შუშის ქვეშ არის? ზოგიერთ ვარსკვლავს თავისი ნაკლის დამალვა ურჩევნია, ზოგს კი პირიქით, საკუთარი "ფორთოხლის კანის" სულაც არ რცხვენია და მის საჯარო დემონსტრირებასაც თავისუფლად ახდენს.





პერის ჰილტონი


image


ცელულიტის პრობლემას ასევე ვერ გაექცა სტილისა და ელეგანტურობის "ხატი" პერის ჰილტონიც. აქტიური ვარჯიშისა და ანტიცელულიტური მასაჟის კურსების გავლის მიუხედავად, მას კანის ტონუსის შენარჩუნების პრობლემა მაინც შეექმნა რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ცელულიტის მიზეზი შეიძლება არა მხოლოდ ჭარბი წონა იყოს, რაც პერის ერთმნიშვნელოვნად არ აქვს.




ჯენიფერ ლოპესი


image


დაუშრეტელი ენერგიის მქონე, აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული სელებრითი ცელულიტის გაჩენას ასევე ვერ გადაურჩა. მომღერალმა და ორი შვილის დედამ, აღიარა რომ "ფორთოხლის კანთან" დაკავშირებული პრობლემები მას მშობიარობის შემდეგ გაუუარესდა. მიუხედავად მისი სპორტსა და ცეკვაში გაწეული წარმოუდგენელი ძალისხმევისა, თავის მოვლის მოყვარული ვარსკვლავი საკუთარ მაგალითზე აჩვენებს, რომ იდეალური სხეული - მხოლოდ მითია.





ისკრა ლოურენსი


image


ცნობილი პლუს - ზომის მოდელი ბუნებრიობის მომხრეა. მისი აზრით, ცელულიტი სხეულის დიდი მასისთვის გარდაუვალი შედეგია, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის იყოს ლამაზი და წარმატებული. ისკრა გოგონებს მოუწოდებს მიიღონ საკუთარი სხეული მიუხედავად საზოგადოებრივი სტერეოტიპებისა.




ჯესიკა ალბა


image


ჯესიკა ალბამ მშობიარობის შემდეგ ჩატარებული ლიპოსაქციის მიუხედავად სტრიებისა და ცელულიტის ბოლომდე მოშორება მაინც ვერ შეძლო. ხანგრძლივი და უსარგებლო ბრძოლის შემდეგ, მსახიობმა საკუთარი სხეული თავისი ბუნებრივი "ნაკლოვანებებით" საბოლოოდ, მიიღო. ეს ისტორია კი კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ საკუთარი თავის მიღება - ჭეშმარიტი სილამაზის გასაღებია.





ბელა ჰადიდი


image


ბევრი სხვა ცნობილი სახის მსგავსად, ბელა ჰადიდიც მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პაპარაცებმა მის ფოტოებზე ცელულიტი დააფიქსირეს, თუმცა სანამ კრიტიკოსები მის "ფორთოხლის ქერქს" დასცინოდნენ, თაყვანისმცემლები მოდელის ფიგურის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, თუმცა ბელამ ფოტოებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებებიც საიდუმლოდ დატოვა.













0
85
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
85