x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
გაიგეთ, ქალის რა "ნაკლოვანებები" აგიჟებთ მამაკაცებს

image


ყველა ქალს ღირსებებებთან ერთად არაერთი ნაკლი აქვს, რომლის მოშორებაზეც ალბათ ყველა ჩვენგანი ოცნებობს. მაგრამ საჭიროა კი? გაინტერესებთ რას ფიქრობენ მამაკაცები სინამდვილეში ამ "ნაკლოვანებებზე"? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.





პატარა მკერდი


image


გოგონებო გეყოთ ოთხი ზომის მკერდზე ოცნება! სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მე-4 მამაკაცს პატარა ზომის მკერდი იზიდავს, დიდ ბიუსტს კი აღფრთოვანებაში ძირითადად, თინეიჯერები მოჰყავს.





ჭორფლი


image


შეწყვიტეთ ჭორფლისგან თავის დაღწევის გზების ძებნა, მამაკაცების აზრით, ჭორფლი ქალს კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას მატებს და მის სახეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.



ჭარბი წონა


image


არ ღირს ზედმეტ კილოგრამებზე ნერვიულობა. მომრგვალებული მუცელი და ფუმფულა ფორმები მამაკაცის თვალს ახარებს, თუმცა არც ჯანმრთელობის შესახებ ღირს დავიწყება.




მამაკაცებისადმი ლტოლვა


image


21-ე საუკუნის ცრურწმენა: ქალი, რომელიც მამაკაცების მიმართ ინტერესს გამოხატავს - გარყვნილია, თუმცა პირდაპირობა და გახსნილობა საპირისპირო სქესს მხოლოდ იზიდავს.



სიზარმაცე


image


დაუსრულებელი დალაგება, გახეხვა, დაუთოება, საჭმლის მომზადება... მოკლედ, ზედმეტი ჰიპერაქტიურობა მამკაცებს ღლით. რა თქმა უნდა, სანტიმეტრიანი მტვერი არ უნდა იდოს მაგიდებსა და თაროებზე, თუმცა არც გადაჭარბება არ ღირს.




ბრუტალობა


image


ისტორიის დასაწყისიდან ქალებს ასწავლიდნენ რომ ისინი სუსტები და ნაზები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ყველა მამაკაცს ასეთი პარტნიორი არ სჭირდება. ფეხბურთსა და ბიზნესზე საუბარი ურთიერთობას კიდევ უფრო ამტკიცებს, ქალს კი მისი მეორე ნახევრის თვალში არა მარტო მეუღლის, არამედ ნამდვილი მეგობრის სტატუსსაც სძენს.






0
436
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
436