x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალური შური - სოფი ამ ფოტოს ისტორიას გვიყვება, თუ რა მოხდა სინამდვილეში?
ფოტო, რომელსაც "ქალური შური" შეარქვეს, დღემდე აქტუალურია. შური, სიძულვილი - მთელი ეს გრძნობა იკითხებოდა ჯეინ მენსფილდის მკერდზე მიმართულ სოფი ლორენის მზერაში, მაგრამ სოფი ძალიან დაიღალა ასეთი ბრალდებებით და გადაწყვიტა სიტუაციის გარკვევა, ეთქვა ის, თუ რატომ აინტერესებდა ასე ჯეინის მკერდი.



image



ის საღამო სოფოსთვის საბედისწერო გახდა, მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა, რის შემდეგაც მან შეძლო უპრეცედენტო სიმაღლეების მიღწევა.


image




„გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იყო პირველი ფოტო, რომელზეც გავიფიქრეთ, როდესაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ცნობილი ადამიანების 100 საუკეთესო ფოტო“, - თქვა People-ის რედაქტორმა ჯეს კეგლმა.


სოფიმ კონტრაქტი გააფორმა Paramount Pictures-თან და სწორედ ამ შემთხვევისთვის გაიმართა წვეულება, რომელზეც 1957 წელს დაუვიწყარი ფოტო გადაიღეს.



image


გაზრდილი ყურადღება - ლორენი, რა თქმა უნდა, მზად იყო ამისათვის იმ საღამოს, მაგრამ არა ამისთვის, რაც ამ ფოტოს გადაღებას მოჰყვა.


image



მსახიობი დაიღალა იმის გამო, რომ თითქოს ჯეინის მკერდზე ეჭვიანობდა, ამიტომ 60 წლის შემდეგ მან გადაწყვიტა ჩანაწერი გაესწორებინა და დეტალები ამ წვეულებიდან, ბოლოს და ბოლოს გაგვიზიარა.



„მთელი კინოინდუსტრია იქ იყო, საოცარი იყო. ჯეინ მენსფილდი ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც მოვიდა. ეს დღე იყო წარმოუდგენელი ჩემთვის“, - ამბობს სოფი ლორენი.

"არავინ ელოდა ჯეინის ასე გამოჩენას, მაგრამ ის მოწვეულ სტუმრების სიაში იყო". ეს სულაც არ იყო შური ან გაბრაზება, მას უბრალოდ როგორ შეეძლო ასეთი პატარა კაბის ჩცმა ამხელა მკერდზე - ამბობს სოფი.


image


”ის ჩემს მაგიდასთან მოვიდა. მან იცოდა, რომ ყველა უყურებდა. ის დაჯდა და როგორც კი ეს გააკეთა... მისმინეთ, შეხედეთ ფოტოს, საით არის ჩემი თვალები მიმართული? მე ვუყურებ მის ძუძუებს, რადგან ისინი მზად იყვნენ ჩემს თეფშში ჩაცვენილიყვნენ. ჩემს სახეზე ხედავთ შიშს? ძალიან მეშინოდა მისი კაბა რომ აფეთქებულიყო - BOOM! - და ეს ყველაფერი მთელ მაგიდაზე გადმოვარდნილიყო" - გვიყვება სოფი ლორენი.


image


1957 წლის ფოტოები თაყვანისმცემლებს დღემდე მოაქვთ სოფის ხელმოწერისთვის, რადგან ფოტო კვლავაც აღფრთოვანებს ორივე მსახიობის თაყვანისმცემლებს, მაგრამ, სოფი არასოდეს აწერს ხელს ასეთ ფოტოებს, რადგან ეს არის ჯეინ მენსფილდის ხსოვნისადმი უპატივცემულობა.


„არაფერი არ მინდა ამასთან საერთო, რადგან ეს არის ჯეინ მენსფილდის უპატივცემულობა, ის ჩვენთან აღარ არის“, - განაცხადა მსახიობმა.



სამწუხაროდ, ჯეინი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ სოფი აგრძელებს ცხოვრებას და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო მსახიობია.


image



0
349
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0