სისხლის სამართალი ლეგენდარული, ბრაზილიური სერიალის, "კლონი''-ს, შემქმნელის ტრაგიკული ცხოვრება და ბრაზილიაში ერთ-ერთი, ყველაზე, გახმაურებული და სასტიკი მკვლელობის დეტალები 26 იანვარი, 1:33 ცხელი პლიაჟები, მცხუნვარე მზე, საინტერესო სიუჟეტები და დაუვიწყარი თავგადასვლები. აი, ასე გვახსენდება უმეტესობას ბრაზილიური სერიალები, რომლებიც ბავშვობას გვიმრავარლფეროვნებდა, ხოლმე. ერთ-ერთი ასეთ სერიალს წარმოადგენდა ''კლონი'', რომელიც არაერთხელ გადიოდა, ტელეკომპანია, "იმედი''-ს ეთერში და რომელიც 100-მდე ქვეყანაში იქნა დუბლირებული. თუმცა, ცოტა ადამიანმა იცის თუ რა ტრაგიკული ბედის პატრონია, თავად სერიალის შემქმნელი გლორია პერესი (მას დღემდე მიაჩნია, რომ ცხოვრებაში ადამიანის მთავარი მისია საინეტერესო ამბების მოყოლაა), რომელსაც ქალიშვილი, დანიელა პერესი 22 წლის ასაკში მოუკლეს, ხოლო, ვაჟი, რაფაელ პერესი, 25 წლის ასაკში გარდაეცვალა, თავისი გონებრივი პრობლემების გართულებისა და წარუმატებელი ოპერაციის შედეგად. თუმცა, გლორიას დარჩა ერთი ვაჟი, სახელად როდრიგო, რომელმაც მასავით სამართალი შეისწავლა და ამჟამად, დედამისთან ერთად, არაერთი წარმატებული სერიალის სიუჟეტს ქმნის. ![]() ![]() ![]() ![]() სამხრეთ ამერიკა და კერძოდ, ბრაზილია, ალბათ, ყველასთვის კოპაკაბანას სანაპიროსთან, მზიან ამინდებთან და უდარდელ ცხოვრებასთან ასოცირდება, რაც რეალურად ასე ნამდვილად არ არის.. ამაზე, დანიელა პერესის ამბავიც კი მეტყველებს, რომელიც იმდენად ტრაგიკულია, რომ იგი დღემდე ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ ითვლება და ხალხს ამ საქმის დავიწყება, უბრალოდ, არ შეუძლია.. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დანიელა ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცეს, დედამისის მიერ შექმნილ სერიალში, სახელწოდებით - "სულითა და სხეულით'', სადაც მას პარტნიორობას (მისი მომავალი მკვლელი) გილერმო დე პადუა უწევდა. გილერმო დანიელაზე იყო შეყვარებული, მასზე მუდმივად ეჭვიანობდა და მისი შურდა კიდევაც. გილერმოს ცოლიც არ აკლებდა დანიელაზე ეჭვიანობას და სწორედ, მან და გილერმომ დაგეგმეს დანიელას მკვლელობა. კერძოდ, ცოლ-ქმარს, ერთ დღესაც, დანიელა მანქანიდან უნდა გადმოეტყუებინათ და მოეკლათ, რაც სამწუხაროდ, გამოუვიდათ კიდევაც. დანიელა პერესი, 1992 წლის 28 დეკემბერს სასტიკად მოკლეს მისმა სატელევიზიო პარტნიორმა, გილერმომ და მისმა მეუღლემ, პაულა ტომასმა. მათ დანიელას 18 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, კისერსა, გულში და ფილტვებში. ![]() ![]() გლორიამ ცხოვრება, რთულად მაგრამ მაინც, გააგრძელა. მისი შვილის პერსონაჟს, ბედნიერი დასასრული, სერიალში მაინც მიანიჭა და ფინალურ ეპიზოდში, მისი პერსონაჟი სამოგზაუროდ გაუშვა, რაზეც დანიელა მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა, მაგრამ რეალობაში, მას ეს ოცნება, ვერა და ვერ აუხდა.. ![]() ასეთი ტრაგიკული ისტორიის პარტონია გლორია პერესი და ამავდროულად, იგი არაერთი ადამიანისთვის, მისაბაძი მაგალითიცაა, ვინაიდან, იგი არასდროს ნებდება, ცხოვრებას აგრძლებს და ცდილობს, მყარად იდგეს მიწაზე და სხვებს, მაინც, გაულამაზოს ცხოვრება.. 200 2-ს მოსწონს
|