x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134625
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ოთხი ყველაზე უცნაური ანდერძი, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია
ყვავილები სახსოვრად



ჯეკ ბენი იყო კომიკოსი და ტელეწამყვანი, რომელმაც მოახერხა მერლინ მონროსა და ჰემფრი ბოგარტის ცდუნება, რომლებსაც სატელევიზიო დებიუტი ჰქონდათ მის შოუში.


მისი ზოგიერთი პერსონაჟი ცნობილი იყო თავისი სიძუნწით, მაგრამ ეს შორს იყო ნამდვილი ბენისაგან, რასაც მისი ანდერძიც მოწმობს. მან არა მხოლოდ ლოს-ანჯელესის ფილარმონიას გადასცა სტრადივარიუსის ვიოლინო, არამედ უზრუნველყო, რომ მისმა მეუღლეს. მერი ლივინგსტონს სიცოცხლის ბოლომდე ყოვედღიურად მიეღო წითელი ვარდი.


image

მემკვიდრეები სატელეფონო ცნობარიდან



ზოგიერთი ადამიანი თავის ქონებას საქველმოქმედო ორგანიზაციებს უტოვებს ან რაიმე სასიკეთო საქმის წამოწყებისთვის, ზოგი კი უფრო უჩვეულო მიდგომას ირჩევს



ლუის კარლოს დე ნორონა კაბრალ დე კამარა იყო მდიდარი პორტუგალიელი არისტოკრატი, რომელიც გატაცებული იყო მოტოციკლებით, სროლით და სასმელით. თუმცა მას მემკვიდრეები არ ჰყავდა. ასე რომ, როცა ანდერძის დასაწერა გადაწყვიტა, შემთხვევით შეარჩია 70 სახელი ლისაბონის სატელეფონო წიგნიდან.


როდესაც ის გარდაიცვალა, იურისტები დაუკავშირდნენ მის მიერ არჩეულებს მემკვიდრეებს ერთ-ერთმა 70 წლის ბენეფიციარმა, სახელად ჰელენამ, განუცხადა პორტუგალიურ გაზეთს Sol-ს: "მე მეგონა, რომ ეს რაღაც ბოროტი ხუმრობა იყო. მე არასოდეს მსმენია ამ ადამიანის შესახებ."


Guardian-ის ინფორმაციით, მის ქონებაში შედიოდა 12-ოთახიანი ბინა და სახლი, საბანკო ანგარიშები, მანქანა და ორი მოტოციკლი. ქონების გაყიდვის შემდეგ თითოეულ მემკვიდრეს რამდენიმე ათასი ევრო ერგო.


image


გაერთეთ და მხიარულად მომიგონეთ


ზოგიერთი ანდერძი საშუალებას აძლევს ახლობელ ადამაინებს გარდაცვლილის ხსოვნის საპატივცემლოდ კარგი დრო გაატარონ


პენსიაზე გასულმა ინჟინერმა, სახელად როჯერ ბრაუნმა, ანდერძში სიურპრიზი დაუტოვა თავის ზოგიერთ მეგობარს. დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ვაჟი დაუკავშირდა როჯერის შვიდ მეგობარს და უთხრა, რომ მამამ მათ 3500 ფუნტი დატოვა. თუმცა, ერთი პირობებით: ფული უნდა დახარჯულიყო მხიარულუად უქმეებზე ევროპის რომელიმე ქალაქში.


მეგობრებმა გადაწყვიტეს ბერლინში წასვლა. დაბრუნების შემდეგ, ერთ-ერთმა მეგობარმა, როჯერ რისმა თქვა: "ჩვენ გვსურს ოფიციალურად ბოდიში მოვუხადოთ როჯერის ორ ვაჟს, სემს და ჯეკს, მათი მემკვიდრეობის ნაწილის გამო. ჩვენ უბრალოდ დავხარჯეთ მისი უმეტესი ნაწილი ლუდზე, მაგრამ მამას სწორედ ეს სურდა."

image


მინდა მუმია ვიყო ყველას დასანახად



ჯერემი ბენთემმა დაიწყო კარიერა იუროსტობით.თუმცა ის მალე იმედგაცრუებული დარჩა სამართლებრივი სისტემით და მთელი ცხოვრება მის გაუმჯობესებას ცდილობდა.


მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა 1832 წლის ივნისში, ანდერძის აღმსრულებლებს მოუწიათ ძალიან უჩვეულო მითითებების შესრულება . ანდერძში ბენტამმა დააკონკრეტა, რომ მის გვამს მისი მეგობარი, ქირურგი თომას საუთვუდ სმიტი გაკვეთდა. მან თავისი სხეული არსებითად მედიცინას შესწირა. მაგრამ ის უფრო შორს წავიდა და სურდა გამხდარიყო ცოცხალი ძეგლი, სახელწოდებით "ავტო ხატი".


როდესაც მთელი ეს სამედიცინო სამუშაო დაასრულეს, მისი ჩონჩხი ჩალით შეავსეს და საკუთარი ტანსაცმელში ჩააცვეს. ზემოდან ცვილის თავი გაუკეთეს, რომელიც მისი სახის ნაკვთებს იმეორებდა და მთელი ეს მუმია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში გამოფინეს.

image

0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0