საქართველო "ნოდარი განიცდიდა, თუმცა ხელმოწერას არ ნანობდა"-რის გამო ჩაირბინა შავმა კატამ ედუარდ შევარდნაძეს და ნოდარ დუმბაძეს შორის 2024, 25 იანვარი, 16:49 ![]() ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე წერს: მეგობრების ძალიან ვიწრო წრე მყავს და მათ შორის ერთ-ერთი, ნოდარ დუმბაძეაო. სხვათა შორის, შევარდნაძესთან მეგობრობის გამო, ქართველი ინტელიგენციის შევარდნაძისადმი უარყოფითად განწყობილი ნაწილი ნოდარს კიცხავდა. ამ ორ ადამიანს გურული იუმორი აკავშირებდა. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ შევარდნაძემ იგი სიკვდილს გადაარჩინა. კერძოდ, მეორე ინფარქტის დროს, რომელიც მას გულრიფშში დაემართა და სოხუმის საავადმყოფოში იწვა, კრემლიდან ჩამოუყვანა ექიმთა ჯგუფი, რომლებმაც ნოდარი გადაარჩინეს. ასე უმეგობრა მან. დედა ენის ძეგლის დადგმა ნოდარის რჩევით მოხდა. ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში, ასეთი მაგალითი არაერთია. თუმცა, ბოლოს მათ შორის გათიშვა მოხდა. ახალგაზრდების მიერ 1983 წელს თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებით. როდესაც დაისვა ამ ბიჭების შეწყალების საკითხი, მაშინ ქართული ინტელიგენცია ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ამართლებდა, მეორე და დიდი ნაწილი შევარდნაძეს ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რომ ამ ბიჭებისთვის დახვრეტის მუხლი მოეხსნათ. ![]() 491 3-ს მოსწონს
|