x
image
ლიკა ზუბიაშვილი97
ტოპ 4 ფილმი, რომელიც გულიანად, ნებისმიერ დროს, აგაქვითინებთ

ზოგჯერ, ყველას გვიჩნდება სურვილი, რაიმე სევდიან ფილმს ჩავუჯდეთ და აქვითინებულებმა, ვუყუროთ. ეს ნორმალურიცაა, რადგან ასეთი ფილმები, ხშირად, გვეხმარება ჩვენი ემოციებისა და გრძნობების, სწორ, გადაფასებაში და ცხოვრების, უკეთ, დაფასებასაც კი გვასწავლის. ასე, რომ დღეს გთავაზობთ იმ ტოპ 4 ფილმის ჩამონათვალს, რომელიც გულიანად, ნებისმიერ დროს, აგაქვითინებთ.

1. "ტიტანიკი" (1997)

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როგორ ვიყურებოდი გაკვირვებული, რადგან არ მესმოდა ყველა ჩემს გარშემო, რატომ ქვითინებდა, "ტიტანიკის'' ყურებისას. წლები გავიდა და ხელახლა ვუყურე ამ ზღვა ემოციებით დატვირთულ ფილმს და თითქოს, იმ ოთახში დავბრუნდი, სადაც წლების წინ ჩემი, თვალაცრემლებული, ახლობლები "ტიტანიკს'' უყურებდნენ და მეც ცრემლების ზღვაში ჩავიკარგე.

image


2. "უბის წიგნაკი'' (2004)

მახსოვს, "უბის წიგნაკ''-მაც, "ტიტანიკი''-ვით, პირველ ჯერზე ყურებისას დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა (ერთი ის მითხარით, ბავშვობაში რატომ არავინ მიკრძალავდა ამ სევდიანი ფილმების მიყოლებით ყურებას?) ჩემზე, მაგრამ აი მეორედ ყურებისას ეკრანს თვალაცრემლებული მივჩერებოდი და ასე მეგონა, რომ "ემოციებში ვიხრჩობოდი''.

image

3. "სასიყვარულო განწყობა'' (2000)

ვონგ კარ ვაის ფილმები, ყოველთვის განსაკუთრებულად შერჩეული კადრებით, სიუჟეტის სილამაზითა და თავისი, უზომო, სევდით გამოირჩეოდა. მისი ნებისმიერი ფილმი სევდისმომგვრელია, მაგრამ "სასიყვარულო განწყობა'', მათ შორის, ძალზე, გამორჩეულია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ელვის მიჩელმა The New York Times-დან „სასიყვარულო განწყობას“ „წლის ყველაზე სულისშემძვრელად მშვენიერი ფილმი“ უწოდა.

image

4. "ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი'' (2009)

როგორც, აკიტა ინუს პატრონს, ძალიან მიჭირს ამ ფილმის გახსენება, რადგან ყოველ ჯერზე, თვალცრემლიანს მტოვებს, როცა ეს ამაღელვებლად, სევდიანი, ამბავი მახსენდება. ჩემი აკიტა ინუ დღის ბოლოს ისე მხვდება, თითქოს, სამამულო ომიდან დავბრუნდი და წარმოდგენაც არ მინდა, რა რთული იყო რეალური ჰაჩიკოსთვის ამდენი ხანი მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.

image

მადლობა ყურადღებისათვის <3



0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0