ასტროლოგია 25 იანვარს "მგლის მთვარე" დგება - რა უნდა ვიცოდეთ და რატომ ჰქვია ასე? 24 იანვარი, 17:39 თვეში ერთხელ მთვარეს მთლიანად მრგვალს ვხედავთ, ითვლება, რომ სავსე მთვარეობა ყოველთვის განსაკუთრებულია. ამჯერად ეს მოვლენა წყლის სტიქიის ქვეშ მოხდება. მოდის დრაკონის წლის პირველი თვის ერთ-ერთი მთავარი ეზოთერული მოვლენა - სავსე მთვარე. დრო, როდესაც შეგიძლიათ დაიმუხტოთ ღამის მნათობის ენერგიით, შეასრულოთ მაგიური რიტუალები და იმკითხაოთ. რით განსხვავდება მგლის მთვარე და რატომ ჰქვია ასე, რა დროს დადგება სავსე მთვარეობა და რომელ ზოდიაქოს ნიშანში, ქვემოთ სტატიაში გაეცნობით. მგლის მთვარე არის ენერგიულად ძალიან ძლიერი დრო, რომელიც უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ დაასრულოთ ის, რაც დაიწყეთ ან დაემშვიდობოთ იმას, რასაც არ ეთანხმებით, რაც უკვე მორალურად მოძველებულია ან ფიზიკურად გამოუსადეგარია. სხვათა შორის, სათაურიდან გამომდინარე არ ელოდოთ სიბრაზის ან აგრესიის მინიშნებებს. სავსე მთვარეს "მგლის მთვარე" ეწოდება, რადგან ამ დროს ღამის მტაცებლები ყველაზე აქტიურები არიან და უფრო ხშირად ყმუიან. 25 იანვარს სავსემთვარეობას სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ: მშვიდი მთვარე, ძველი მთვარე, ცივი მთვარე, თივის მთვარე, ირმის მთვარე, ქარიშხლის მთვარე, თაფლის მთვარე. ამჯერად მოსამზადებლად მთელი დღე გვექნება, რადგან მგლის მთვარე თბილისის დროით 21:54 საათზე დადგება. მაგრამ რადგან ადრე ღამდება, ამ დროისთვის შესაძლებელი იქნება ღამის ცაზე სრულიად მრგვალი მნათობის დანახვა. მგლის სავსემთვარეობა- ცვლილებების დროა და ნაკიან წელიწადს შეუძლია ეს ცვლილებები შეუქცევადი გახადოს. ამიტომ, სავსე მთვარის ღამეს, სავსემთვარეობის წინა დღეს და რამდენიმე დღის შემდეგ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ თქვენი ქმედებებისა და სიტყვების მიმართ. 25 იანვრის სავსე მთავრე არა მხოლოდ მე-14 და მე-15 მთვარის დღეებს დაემთხვევა, არამედ ზოდიაქოს ნიშნების კირჩხიბი და ლომის ნიშანში შევა. ურთიერთგამომრიცხავი ელემენტები - წყალი და ცეცხლი - აუცილებლად იმოქმედებს ყველა დედამიწის მცხოვრებზე და ზოდიაქოს წრის წარმომადგენელზე. ხოლო თავად მთვარის კალენდრის მე-15 დღე საკმაოდ აგრესიულ პერიოდად განიხილება დიდი რაოდენობით ფარული ენერგიის გამო, რომელიც გარეთ გადმოიფრქვევა. თვით სახელი "მგლის მთვარე" მომდინარეობს უძველესი რწმენიდან, რომელშიც იანვრის სავსე მთვარე ასოცირდებოდა მგლებთან. შუა ზამთარში სოფლებში ხშირად ისმოდა მტაცებლების ყმუილი ღამით, ამიტომ მათ პატივსაცემად ხალხმა იანვრის სავსემთვაროებას "მგლის მთვარე" უწოდა.სწორედ ამ პერიოდში მძუნაობს მგელი და არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად, დაპირისპირებულ ხროვას ყმუილით ამცნობს თავის ადგილსამყოფელს. სავსემთვარეობის დროს ასტროლოგები გვირჩევენ ფიზიკურ აქტივობას და წყლის პროცედურების მიღებას, მაგრამ აგრესია და კონფლიქტები თავიდან უნდა იქნას აცილებული. 162 3-ს მოსწონს
|