x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
თმის სწრაფი ზრდისა და მოვლის საიდუმლო ინდოელი ქალბატონისგან
თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელისგულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ, ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.



image



გარდა იმისა, რომ თმა სხეულის დამცავ სისტემას წარმოადგენს და ძირითადად შედგება კერატინისგან, ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული, ნამდვილი განძი იყო, არის და იქნება. ლამაზი თმა კი უფრო მომგებიანია ქალისთვის, რადგან მამაკაცისთვის ეს ერთდროულად სილამაზის და ჯანმრთელობის მაჩვენებელია.



ხშირად გვეუბნებოდნენ ბავშვობიდან, რომ ჯანმრთელი თმისთვის და ასევე იმისათვის, რომ მისი მოცულობა გაიზარდოს, სპეციალური პროცედურებია საჭირო; რომ ხშირი დაბანა თმას აცხიმიანებს ან აშრობს; შამპუნმა შეჩვევა იცის; თმის მალე ზრდისათვის აუცილებლად ბოლოები უნდა მოვიჭრათ და ა.შ. დღევანდელ სტატიაში გასწავლით ერთ მარტივ ხრიკს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინდოელი ქალბატონების საიდუმლო იყო და მას ფარდა ერთმა ტურისტმა ახადა. ხრიკი დაეხმარება თქვენს თმას იყოს ჯანმრთელი და რაც მთავარია, სწრაფად გაიზარდოს.



თმის სწრაფი ზრდისა და მოვლის საიდუმლო ინდოელი ქალბატონისგან





პროცედურისთვის რაც თქვენ გჭირდებათ, არის ბრაჰმის ზეთი, მატონიზირებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება ინდოეთში თაობების განმავლობაში. სულ რაღაც 30 დღეში მიიღებთ გარანტირებულ შედეგს და რაც მთავარია ამ ზეთის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში.



უბრალოდ აურიეთ ბრაჰმის ზეთი ორგანული ქოქოსის ზეთში, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. რაც უფრო ხანგრძლივი დროით იყენებთ, მით უკეთესი იქნება შედეგი!




0
54
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0