ტენდენციები ნიუ-იორკის მოდის კვირეული 2012, 17 თებერვალი, 18:00 9 თებერვალს ნიუ-იორკში ოფიციალურად გაიხსნა მოდის კვირეული, სადაც წარმოდგენილი იქნება შემოდგომა-ზამთარი 2012-13 წლის კოლექციები.
მოდის კვირეული ნიუ-იორკში პირველად გაიმართა 1943 წელს.
ამჯერად ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ეწოდება Mercedes-Benz Fashion Week New York.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ პოპულარული იქნება კაშკაშა გაჯერებული ფერები, ჟაკარდის ქსოვილები, მომდგარი პიჯაკები და კოსტუმები.
კიდევ ერთ ტენდენციად, 1920-იანი წლების სტილის დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ. მრავალი დიზაინერისთვის ახალი კოლექციის შექმნისას შთაგონების წყარო იყო რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის "არტისტი" და ვუდი ალენის - "შუაღამე პარიზში", რომლებიც წელს "ოსკარზეა" წარდგენილი. როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი იქნება მუქი ლურჯი. სწორედ ეს ფერი შეცვლის პოდიუმზე დამკვიდრებულ შავს, რუხსა და კანისფერ ფერებს. შარშანდელი სეზონის ტენდენციების მსგავსად, წელსაც შეინარჩუნებს აქტუალურობას უნივერსალიზმი და მინიმალიზმი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 56 2-ს მოსწონს
|