ქალი და მამაკაცი Playboy-ის დამფუძნებლის ქვრივმა აღიარა, რომ მეუღლეს მიმართ გძნობები არ ჰქონდა 2024, 20 იანვარი, 18:26 ![]() მამაკაცთა ჟურნალის Playboy-ის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის ქვრივმა, კრისტალმა აღიარა, რომ ქმრის მიმართ გრძნობები არ გააჩნდა. 37 წლის მოდელმა People-თან ინტერვიუში 60 წლით უფროს ბიზნესმენთან ცხოვრებასა და ქორწინებაზე ისაუბრა. როდესაც ჰეფნერმა პირველად შესთავაზა ცოლობა, გოგონამ უარით გაისტუმრა. მაგრამ მალე მან გადაიფიქრა და გრძნობების ნაკლებობის მიუხედავად დაქორწინდა მასზე. ახალგაზრდა ქვრივის თქმით, მეუღლეებს შორის ძალაუფლების სერიოზული დისბალანსი იყო, ხოლო "წარმატებული ადამიანების" სამყაროში მოხვედრის საფასური "ოთხმოცი წლის კაცთან დაწოლა" გახდა. ![]() " ისე კარგად არ იწმინდებოდა და ობი ჩნდებოდა... გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი უბრალოდ უსარგებლოდ და ამაზრზენად გეჩვენებოდა. ძალიან ბევრი წვეულება იმართებოდა. ის(გულისხმობს ქმარს) გამოფიტული იყო“. „მე მგონია, რომ თითქოს გამუდმებით ვტიროდი ყველაზე და ყველაფერზე“, ამბობს ის ჟურნალ People-თან ინტერვიუში. ”ყველა ის ცხოველი, რომელიც Playboy-ის დამფუძნებლის ზოოპარკში ცხოვრობდნენ ისეთი დეპრესიული და სევდიანად გამოიყურდნენ. ეს ყველაფერი ილუზია იყო. მართალი გითხრათ, არც კი ვიცი ბედნიერი ვიყავი თუ არა." ![]() 487 2-ს მოსწონს
|