x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სელებრითები, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობის გამო სცენაზე საჯაროდ შერცხვნენ

image


ვარსკვლავებთან დაკავშირებული ნებისმიერი უხერხული სიტუაცია მყისიერად ხვდება კადრში, შესაბამისად, მათი ყოველი საჯარო კონფუზი მწვავე დისკუსიისა და კრიტიკის თემა ხდება, თუმცა სელებრითებს ეს გაუთვალისწინებელი უხერხული მომენტები სულაც არ აშინებთ, რადგან თავადაც ხვდებიან რომ ასეთი "ფეილებისგან" დაზღვეული არავინაა. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ-ბიზნესის იმ ცნობილ სახეებს, რომლებიც სცენაზე თავიანთი ჩაცმულობის "წყალობით" საჯაროდ შერცხვნენ.




მადონა


image


პოპ- დივას სურდა, რომ "Brit Awards"-ის დაჯილდოებაზე მისი გამოსვლა საკმაოდ ეპიკური და პათეტიკური ყოფილიყო, რის გამოც მისი ყველა კოსტიუმი წინასწარ საგულდაგულოდ იქნა მოფიქრებული. მომღერალმა არჩევანი გრძელ, შავ ლაბადაზე შეაჩერა, რომლის თასმების მოქაჩვითაც მოცეკვავეებს ის კოსტიუმისგან უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ნაცვლად ამისა, მას თასმები ისე მოქაჩეს რომ მომღერალი სცენაზე ეპიკურად დააგდეს.





ქარდი ბი


image


"გრემის" მფლობელ ჰიპ-ჰოპის არტისტს, თავისი შთამბეჭდავი ფორმების სილამაზის დემონსტრირება სურდა, თუმცა სწორედ სცენაზე ყოფნის დროს მისმა მჭიდრო, ტანზე მომდგარმა კომბინეზონმა ვარსკვლავის მოზღვავებულ ტემპერამენტს ვერ გაუძლო და ნაკერები ყველაზე უხერხულ ადგილზე გაერღვა.





ჯესიკა პარკერი


image


თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ სამოსი შეიძლება ტანზე მხოლოდ პლუს - ზომის ადამიანებს შემოერღვათ. ჯესიკა არ გამოირჩევა მასიური ფორმებით, თუმცა მკვეთრი შემობრუნების დროს, მას თავისი მოკრძალებული, სადა კაბა სწორედ ინტერვიუს დროს შემოერღვა. სავარაუდოდ, ძვირადღირებული კაბა უხარისხო აღმოჩნდა.




ნიკი მინაჟი


image


ალბათ, ყველას სურს რომ ჩვენი სხეულის ეს ნაწილი ყოველთვის ლამაზად და ეფექტურად გამოიყურებოდეს, თუმცა ყოველდღიურ ვარჯიშზე დროისა და ენერგიის ხარჯვა ყველას როდი სურს. კონცერტისთვის ნიკი მინაჟსაც სწორედ ასეთივე სწრაფი შედეგი სჭირდებოდა, ხოლო იმისათვის, რომ მას შთამბეჭდავი უკანალი ჰქონოდა, მან სპეციალური დასაკრავი ბალიშები გამოიყენა.


image


მომღერალმა ის ფაქტი ვეღარ გათვალა, რომ მის ხრიკს შეეძლო მისთვის პირდაპირ სცენაზე ეღალატა, რაც ასეც მოხდა. ასე გაიგო მთელმა მსოფლიომ მომღერლის სილამაზესთან დაკავშირებული ხრიკის შესახებ, რომელიც ამერიკელი რეპერისთვის ეპიკურ "ფეილად" იქცა. ისე ნუ დაგვავწყდება, რომ სელებრითებიც ადამიანები არიან. რიგითი მოკვდავის მსგავსად, ისინიც კი შეიძლება ზოგჯერ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ვარსკვლავები ასეთ "ფეილებზე" როგორც წესი, დიდად არ ღელავენ, პირიქით, კიდევ უფრო მეტი შემართებით აგრძელებენ თავიანთი შემოქმედებით მსმენელის გახარებასა და მსოფლიოს სცენებზე კაშკაშს.













0
318
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
318