x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ლამაზი და ამავდროულად სიცოცხლისთვის საშიში 7 ყვავილი
image

მსოფლიოში არსებობს ერთი შეხედვით უვნებელი და ლამაზი ყვავილები, რომელთაც შეუძლიათ არა მარტო ჩაგაშხამოთ დასვენება ეგზოტიკურ ქვეყანაში, არამედ გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის სეროზული ზიანი. აი ჩამონათვალი ყველაზე მიმზიდველი, მაგრამ მავნებელი ყვავილების.




ბრუგსმანია – ლემა


image


ცნობილია როგორც სამოთხის ყვავილი. იზრდება 1.5 მეტრი სიმაღლის. რომელიც დასამახსოვრებელია თავისი ლამაზი და სურნელოვანი ყვავილით. მისი ფოთოლიც და ყვავილიც შხამიანია. ყველაზე მეტი შხამის კონცენტრატი, კენკრის წვენშია. დაფნა შეიცავს მეზერინს, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის არეში, დიარეას და ძლიერ თავის ტკივილს, უარეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს.

შროშანა

image

როგორც დაფნა, ლანდიშიც შეიძლება გამოიყურებოდეს ლამაზად და უვნებლად იგი ძლიერ შხამიანია. რათქმაუნდა ერთ ან ორ ზარის მაგვარ ნაყოფს, ადამიანისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია.

მაგრამ ლანდიში, დიდი ოდენობით ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს საყლაპავის ტკივილს, ღებინებას და დიარეას.

ბელადონა- შმაგა

image

ბელადონა ცნობილია, როგორც ყველაზე შხამიანი ყვავილი დასავლეთ ნახევარსფეროში. იგი შეცავს პოტენციურ მომაკვდინებელ ალკალოიდებს. მისი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ბუნდოვან ხედვას, თავის ტკივილს, ჰალუცინაციებს, ბოდვას და კრუნჩხვებს. ატროპინი, რომელსაც შეიცავს ბელადონა, შესაძლებელია მომაკვდინებელი იყოს ადამიანისთვის. იგი ნერვიული სისტემის ბლოკირებას ახდენს, რაც იწვევს გულის გაჩერებას.

ბრუგმანსია.

image

ეს მცენარე ამართლებს თავის უცნაურ სახელს და თავის მხრივ შეიცავს ბოროტებას. მისი, როგორც ნარკოტიკის გამოყენება არ შეიძლება. ამაზონის დასავლეთ ნაწილში, ტომები ბრუგმანსიას შამანის რიტუალისთვის იყენებენ.

როდოდენდრონი – შქერი

image

ეს პოპულარული, მარადმწვანე ბუჩქი ძველად ცნობილი იყო, როგორც ძალიან შხამიანი ყვავილი. ბერძენი მემატიანე მოიხსენიებდა ბერძენ ჯარისკაცებს, რომლებმაც შეჭამეს ამ ყვავილებისგან დამზადებული თაფლით და იქცეოდნენ არაადეკვატურად. როდოდენდრონი იწვევს დამბლას და სიკვდილს.

ოლეანდრა

image

ოლეანდრა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ყვავილი დედამიწაზე. მას ინდოეთში მომაკვდინებელ იარაღად იყენებენ. ყვავილში მრავლობითი შხამის შემცველობა, მოქმედებს ერთდროულად ნერვიულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე იწვევს სიკვდილს.

კროკუსი – ზაფრანა, არაფერი აქვს საერთო საჭმელისთვის გამოყენებულ ზაფრანასთან, მისი ბოტანიკური სახელია ნარგიზი.

image

კროკუსი ერთ-ერთი შხამიანი მცენარეა იმ ყვავილთაგან, რომელთაც ხშირად აწყდებიან ადამიანები. მისი შხამიანი ნივთიერება მომაკვდინებელია, მიუხედავად ამისა სწორად დოზირების შემთხვევაში, გამოიყენება მედიცინაში. სხვა შხამებისაგან განსხვავებით მას არ აქვს შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი. კროკუსით მოწამვლა იწვევს წნევის ვარდნას და შემდეგ გულის გაჩერებას.

9
6223
10-ს მოსწონს
ავტორი:zuginio
zuginio
Mediator image
6223
  
2014, 28 თებერვალი, 17:21
სანამ სტატიას დადებთ, თარგმნის მერე მცენარეების ქართული სახელები და სურათები მონახეთ. თორემ დასახელებები და ყვავილების სურათები სხვადასხვა მცენარისაა და შეცდომაში შეყავს მკითხველი.
დაფნა, რომლის ფოთლებსაც ჩვენ კულინარიაშიც ვიყენებთ, შროშანა, ლენცოფა, ზაფრანა, ეს მცენარეები სამკურნალოა და ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ წარმოებაში. ყველა მცენარე სამკურნალოა, უბრალოდ ჯერ არ არის ბოლომდე ყველა მათგანი შესწავლილი.
ეს ქართული სახელებია აქ ჩამოთვლილი მცენარეების.
ლანდიში – შროშანა
კეთილშობილი დაფნა - Laurus Nobilis ფოტოზე აღბეჭდილი ყვავილი არ არის დაფნის. აქ სხვა მცენარეა და აღწერაც არ არის დაფნის.
ბელადონა – შმაგა, ფოტოზე შმაგას ყვავილი არ არის, ეს არის დეკორატიული მცენარე ამარილისი, რომლის ლათინური სახელია Amaryllis belladonna.
როდოდენდრონი – შქერი.
კროკუსი – ზაფრანა (არაფერი აქვს საერთო იმ ზაფრანასთან, სანელებლად რომ ვიყენებთ. იმის ბოტანიკური სახელია ნარგიზი, იგივე იმერული ზაფრანა)
ბრუგსმანია – ლემა

P.S. ისე, ცნობისათვის – მცირე რაოდენობით შხამი – წამალია, დიდი დოზით წამალი – შხამი :)
2012, 21 დეკემბერი, 19:10
გმადლობთ:)
2012, 21 დეკემბერი, 19:09
საინტერესოაა....
2012, 28 ოქტომბერი, 23:57
++++++++++
2012, 11 ოქტომბერი, 20:43
++++
2012, 11 ოქტომბერი, 20:43
+++
2012, 11 ოქტომბერი, 20:42
საღოლ კარგი სტატიაა ++++
2012, 11 ოქტომბერი, 20:39
++++++
0 1 9