შოუბიზნესი ყველას თავისი უცნაურობები აქვს: სელებრითები ყველაზე უცნაური ახირებებით 17 იანვარი, 13:43 ცნობილი სახეები ჩვენს ყურადღებას თავიანთი უცნაურობებით, კაპრიზებითა და უჩვეულო ახირებებით იპყრობენ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის იმ ცნობილ სახეებს, რომლებიც ყველაზე არაპროგნოზირებადი ახირებებით გამოირჩევიან.კიმ კარდშიანირეალითი - შოუს სკანდალურმა ვარსკვლავმა თაყვანისმცემლები თავისი ექსცენტრულობით კიდევ ერთხელ გააოცა. ერთ - ერთ ინტერვიუში ამერიკელმა სელებრითმა აღიარა რომ აქვს საოცარი აუტანლობა მუყაოს და მის მიერ გამოცემული ხმის მიმართ. კიმის თქმით, ის ყოველთვის სთხოვს ასისტენტს მისი "Starbucks"-ის ყავის ჭიქიდან მუყაოს ქაღალდის მოხსნას.მერაია ქერიმომღერალმა შვილებისთვის უნიკალური ოთახი შექმნა, რომელიც ინსპირირებული იყო ფილმიდან "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა". ოთახი სავსე იყო ყველანაირი ტკბილეულით, რომლის შეკვეთაც ონლაინ - მაღაზიაში იყო შესაძლებელი, "გრემის" მრავალგზის მფლობელმა მომღერალმა ბავშვების ოთახში ბამბის ნაყინის დასამზადებელი სპეციალური აპარატიც კი დაადგმევინა.მაიკ ტაისონიმდიდრული ცხოვრების მოყვარულმა, ცნობილმა მოკრივემ ორნახევარი მილიონი დოლარი 24 კარატიან ოქროს აბაზანაზე დახარჯა. ძვირფასი ლითონის რეზერვუარი მის სახლში, ოჰაიოში იქნა დამონტაჟებული. ტაისონი ამტკიცებს, რომ წყლის პროცედურების მიღება ოქროს აბაზანაში მის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.ჯენიფერ ლოპესიგასტროლებზე ყოფნის დროს ჯეი ლო თავისი სასტუმროს ოთახის კედლების ფერის შეცვლას განწყობის მიხედვით ითხოვს. პოპ-დივას ოთახში ასევე უნდა ჰქონდეს ბრილიანტით მოოჭვილი ყურსასმენები, უნაკლო თეთრი დივანი და უნიტაზის თხელი ტყავის დათბილული დასაჯდომი.ბონომომღერალმა თავისი საფირმო ქუდის იტალიაში საქველმოქმედო კონცერტზე ჩატანისთვის თხუთმეტი ათასი დოლარი გადაიხადა. ეს აქსესუარი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოსვლაზე საერთოდ უარის თქმასაც კი აპირებდა თუ საყვარელ აქსესუარს ადგილზე არ ჩაუტანდნენ.255 შეფასება არ არის |